მოხრა / მოღუნვა¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
ობიექტისა (Object) და რედაქტირების (Edit) რეჟიმები
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
Shift-W
ეს გარდაქმნა მონიშვნის ნაწილს წრიულ სეგმენტად აქცევს. დაბრეცის მსგავსია, ოღონდ აქ 3D კურსორი წრის კიდეზე ზის და არა შუაგულში.
გამოყენება¶
გაუსწორე 3D სარკმლის თვალთახედვა იმ სიბრტყეს, რომელშიც მოღუნვა უნდა მოხდეს.
მოათავსე 3D კურსორი მოღუნვის ძირში. ამ წერტილის გარშემო გეომეტრია ადგილზე დარჩება.
კურსორი ისე განათავსე, რომ მასსა და 3D კურსორს შორის ხაზი მოსაღუნი გეომეტრიის გასწვრივ გადიოდეს.
ხელსაწყოს გასააქტიურებლად Shift-W-ს დააჭირე და გეომეტრიის მოსაღუნად თაგვი აამოძრავე.
თაგვის კურსორსა და 3D კურსორს შორის არსებული მანძილი განსაზღვრავს მოღუნვის რადიუსს და იმას, თუ რამდენად უნდა მოიღუნოს (და არა უბრალოდ მოტრიალდეს) მონიშნული გეომეტრია. იმისათვის, რომ ჩაჭერა გათიშო და მონიშნული გეომეტრია მთლიანად მოღუნო, Alt კლავიში გეკავოს.
ორიგინალ და ახალ ხაზებს შორის არსებული კუთხე მოღუნვის კუთხეს განსაზღვრავს.
დასადასტურებლად მარცხ.ღ.-ს, ან დაბრუნება-ს დააჭირე, ხოლო გასაუქმებლად - მარჯვ.ღ.-ს, ან Esc-ს.
ნოტი
სხვა გარდამქმნელი ხელსაწყოებისგან განსხვავებით, მოღუნვა გარდაქმნის ორიენტაციასა და ბრუნვის ცენტრს არ ითვალისწინებს, ნაცვლად ამისა, იგი ყოველთვის ხედის სიბრტყესა და 3D კურსორს იყენებს.
მინიშნება
3D კურსორის გარშემო თაგვის კურსორის რამდენიმეჯერ შემოვლა გეომეტრიას რამდენიმე წრეზე მოღუნავს.
ვარიანტები (Options)¶
სხვა ოპერატორებისგან განსხვავებით, მოღუნვის ოპერატორს ბოლო ოპერაციის პარამეტრების პანელის მხარდაჭერა არ აქვს.
მაგალითი¶
მრავალჯერადი თანმიმდევრული მოღუნვა.¶