ღილაკები¶
ოპერატორების ღილაკები¶
ოპერატორის ღილაკი.¶
ოპერატორების ღილაკები ოპერატორს (Operator) უშვებენ, რაც მარცხ.ღ.-ის დაწკაპუნებისას რაიმე ქმედებას ასრულებს. ოპერატორების ღილაკები შეიძლება, წარმოადგენდეს ხატულას, ტექსტს, ან ხატულის მქონე ტექსტს.
მოსანიშნი უჯრები და გადამრთველი ღილაკები¶
მოსანიშნი უჯრები და გადამრთველი ღილაკები.¶
ეს სამართავები გამოიყენება ვარიანტების აქტივაციისა და დეაქტივაციისთვის. მათი მდგომარეობის შესაცვლელად გამოიყენე მარცხ.ღ.. როცა ვარიანტი გააქტიურებულია, უჯრაზე აღნიშვნაა გაკეთებული. გადამრთველ ღილაკზე აქტიური სტატუსი ან ხატულის ფონის ფერით მიეთითება, ან ხატულის გრაფიკის ცვლილებით.
ჩართულ-გამორთულ მდგომარეობებს შორის მონაცვლეობისთვის გამოიყენე Ctrl-გორგოლაჭი.
გათრევა¶
ერთდროულად ბევრი მნიშვნელობის გადასაყვანად ჩართულ, ან გამორთულ მდგომარეობაზე შეგიძლია, დააჭირო მარცხ.ღ.-ს და დაჭერილი გადაატარო ყველა ღილაკს.
მიმართულების ღილაკები¶
მიმართულების ღილაკები.¶
სფეროში მარცხ.ღ.-ით დაწკაპუნება და თაგვის კურსორის გამოთრევა მომხმარებელს საშუალებს აძლევს, შეცვალოს სფეროს ბრუნვის მიმართულება.
მალსახმობები¶
მარცხ.ღ. (გათრევა) აბრუნებს მიმართულებას.
Ctrl (გათრევის პროცესში) შვეულ და დიაგონალურ მიმართულებებს ახტუნებს (და აკრავს).