სიების ხედი

../../../_images/interface_controls_templates_list-presets_view-filter.png

სიის ხედი გაფილტრვის ვარიანტების გაფართოებული ხედით.

ეს კონტროლერი გამოსადეგია სხვადასხვა საგნების სიების მართვისთვის. მთავარი სიის გარდა, ძირში გაფილტრვის პანელია მოთავსებული (როგორც წესი, დამალული) და მარჯვნივ - სამოდიფიკაციო ღილაკები.

მონიშვნა (Select)

ელემენტის ასარჩევად დააწკაპუნე მარცხ.ღ.-ით.

სახელის გადარქმევა (Rename)

საგანზე ორმაგი დაწკაპუნებით შეგიძლია, ტექსტური ველის მეშვეობით დაარედაქტირო მისი სახელი. იმავე შედეგის მიღწევა Ctrl-მარცხ.ღ.-ითაც შეიძლება.

ზომის შეცვლა (Resize)

შესაძლებელია სიის ხედის ზომის შეცვლა, რათა მეტი, ან ნაკლები ელემენტი გამოჩნდეს. მიიტანე თაგვი სახელურთან (::::), შემდეგ დააჭირე ღილაკს და გაათრიე სიის გასაფართოებლად, ან შესამცირებლად.

გაფილტრვა (Filter)

გაფილტრვის ვარიანტების პანელის საჩვენებლად, ან დასამალად დააწკაპუნე ღილაკს სახელით აჩვენე გაფილტრვის ვარიანტები (ქვედა მარცხენა კუთხეში მდებარე სამკუთხედს).

ძიება (Search) Ctrl-F

ფილტრავს სიას ისე, რომ მხოლოდ კონკრეტული საძიებო სიტყვის შემცველი ელემენტები იყოს ნაჩვენები.

შებრუნება (Invert)

მოაცვლეობით გადართვა იმ საგნებს შორის, რომლებიც საძიებო ტერმინს შეესატყვისება და რომლებიც არ შეესატყვისება.

დალაგება სახელის მიხედვით (Sort by Name)

ეს ღილაკი ახდენს ანბანურსა და არაანბანურ დალაგებას შორის მონაცვლეობას.

უკუღმა (Reverse)

დაალაგე ობიექტები აღმავალი, ან დაღმავალი თანმიმდევრობით. ეს ანბანურ დალაგებასაც ეხება.

სიის ხედის მარჯვნივ სიის სამოდიფიკაციო ღილაკებია:

(დამატება)

ამატებს ახალ საგანს.

(მოცილება)

სიიდან იღებს მონიშნულ საგანს.

(სპეციალური ხელსაწყოები)

მენიუ სიის ელემენტების დამარედაქტირებელი ოპერატორებით.

/ გადატანა (Move)

მონიშნული საგანი ერთი ნაბიჯით ზემოთ, ან ქვემოთ გადააქვს.