კვანძი "შეკვრის საგნის შენახვა" (Store Bundle Item)

კვანძი "შეკვრის საგნის შენახვა" (Store Bundle Item)

კვანძი სახელად შეკვრის საგნის შენახვა მნიშვნელობას შეკვრაში, მითითებულ მისამართზე წერს. თუ მოცემულ მისამართზე საგანი უკვე არსებობს, იგი ჩანაცვლდება. თუ მისამართი არ არსებობს, იგი ავტომატურად იქმნება.

ჩვეულებრივ, ეს კვანძი შეკვრების ინკრემენტალური აგების, ან მოდიფიცირებისთვის გამოიყენება, რაც ჰეტეროგენული მონაცემების დაჯგუფებისა და კვანძთა ქსელებში გადაცემის საშუალებას იძლევა.

შენატანები

შეკვრა (Bundle)

შემავალი შეკვრა, რომელშიც მონაცემები უნდა შეინახოს.

მისამართი / ტრაექტორია (Path)

მისამართი მიუთითებს, შეკვრაში სად უნდა მოხდეს საგნის შენახვა. მისამართები დახრილი ხაზით იყოფა, რაც შეკვრების სხვა შეკვრებში მოთავსებაზე მიუთითებს (მაგ., settings/size, ან attributes/color).

საგანი (Item)

მითითებულ მისამართზე შესანახი მნიშვნელობა. ამ შენატანის მონაცემთა ტიპი და სტრუქტურა კვანძის თვისებათა მიერ განისაზღვრება.

თვისებები (Properties)

ბუდის ტიპი (Socket Type)

შემავალი საგნის მონაცემთა ტიპი. ეს ადგენს, რა ტიპის მონაცემები შეიძლება, შეინახოს ამ შეკვრაში.

ფორმა (Shape)

განსაზღვრავს საგნის შენატანის მიერ მხარდაჭერილ მონაცემთა სტრუქტურას, მაგალითად, ცალი მნიშვნელობა, ველი, ან ბადე. ფორმით დგინდება, თუ როგორ ხდება მონაცემთა შეფასება და შეკვრაში შენახვა.

ეს ვარიანტი გვერდითა ზოლშია ხელმისაწვდომი.

გამონატანები

შეკვრა (Bundle)

ნაწარმი შეკვრა, რომელიც შენახულ საგანს შეიცავს.