მენიუები¶
სხვადასხვა პარამეტრებსა და ოპერატორებზე წვდომისთვის ბლენდერს სხვადასხვა მენიუები აქვს. მენიუებთან ურთიერთქმედება შესაძლებელია შემდეგი საშუალებებით:
- თაგვით მონიშვნა
მარცხ.ღ.-ით დაწკაპუნება სასურველ საგანზე.
- ციფრული მონიშვნა
საგნის მოსანიშნ სიაში შესაყვანად შეგიძლია, გამოიყენო ციფრული კლავიატურა, ან ციფრების კლავიშები. მაგ.: Numpad1 პირველ საგანს მონიშნავს და ა.შ.
თუ მენიუ მეტისმეტად დიდია და ეკრანზე არ ეტევა, ზემოთ, ან ქვემოთ პატარა გადამფურცლავი სამკუთხედი გამოჩნდება. გადაფურცვლა ხდება თაგუნას ამ სამკუთხედის ზევით ან ქვევით გადატანის მეშვეობით.
მალსახმობები
თაგვი მიიტანე და გამოიყენე გორგოლაჭი.
ნავიგაციისთვის შესაძლებელია ისრებიანი კლავიშების გამოყენება.
მენიუს თითოეულ ელემენტს აქვს ხაზგასმული სიმბოლო, რომელზე დაჭერითაც მისი გააქტიურება შეგიძლია.
მენიუს ელემენტების გააქტიურება ციფრებიანი კლავიშების, ან ციფრული კლავიატურის მეშვეობითაც შეიძლება. (1 მენიუს პირველი ელემენტისთვის, 2 მეორისთვის და ა.შ. უფრო დიდ მენიუებში Alt-1-ით აქტიურდება მე-11 და ა.შ., Alt-0-ის ჩათვლით მე-20-ისთვის.)
მენიუს მონიშნული ელემენტის გასააქტიურებლად დააჭირე დაბრუნება-ს.
იმისათვის, რომ მენიუ მისი ელემენტების გაუაქტიურებლად დახურო, დააჭირე Esc-ს. ამის გაკეთება თაგვის კურსორის მენიუსგან მოშორებით გაწევითაც შეიძლება, ან მენიუს გარეთ მარცხ.ღ.-ზე დაწკაპუნებით.
კონტექსტური მენიუები¶
გამოსახულების მენიუ გამოსახულებათა რედაქტორის კოლონტიტულში.¶
კონტექსტური მენიუს სიის ოპერატორები, რომელთა გაშვებაც შესაძლებელია მარცხ.ღ.-ის მეშვეობით, ან წარმოქმნილი მალსახმობით, რომელიც ოპერატორის სახელის ხაზგასმული ასოთია მითითებული. ყველა მენიუს ელემენტები აჩვენებს შესაბამის მალსახმობებს, რომელთა გამოყენება მენიუს გაუხსნელადაც შეიძლება.
ნებისმიერი კონტექსტური მენიუს გაჩხრეკა შეიძლება გამოტოვება-ზე დაჭერითა და მენიუში არსებული ოპერატორის სახელის აკრეფით. თუ კონტექსტურ მენიუში ერთერთ ელემენტად "ძიებაც" შედის, ამ მენიუში ძებნა გამოტოვების კლავიშის გარეშეც შეიძლება.
საძიებელი მენიუს საშუალებით რედაქტორის ყველა კონტექსტურ მენიუში შეგიძლია ძებნა.
მენიუების ჩაკეცვა¶
ზოგჯერ დამატებითი თარაზული სივრცეა საჭირო და მისი მოპოვება მენიუების ჩაკეცვით შეიძლება. ამის გაკეთება კოლონტიტულის კონტექსტური მენიუს საშუალებითაა შესაძლებელი: მარჯვ.ღ.-ით დააწკაპუნე კოლონტიტულზე და მოხსენი მენიუების ჩვენების უჯრის მონიშვნა.
არჩევანის მენიუები¶
3D სარკმლის რეჟიმთა არჩევანის მენიუ.¶
არჩევანის მენიუ (ან "სელექტორი") საშუალებას გაძლევს, წინასწარ დადგენილი სიიდან აირჩიო რომელიმე ვარიანტი. იგი ტექსტიანი იარლიყისა და/ან ხატულის სახითაა წარმოდგენილი, მარჯვნივ კი ქვევით მიმართული ისარი აქვს.
მარცხ.ღ.-ზე დაწკაპუნებით გახსენი მენიუ და აირჩიე რომელიმე ვარიანტი. ამის შემდეგ ღილაკზე შენი არჩეული ვარიანტი გამოჩნდება. ასევე შეგიძლია, ციკლურად გაიარო ვარიანტებში ისე, რომ მენიუ საერთოდ არ გახსნა. უბრალოდ, მიიტანე კურსორი ღილაკთან და Ctrl-გორგოლაჭით ჩამოფურცლე.
გაფართოებული ხედი¶
გაფართოებული მენიუს ხედი.¶
ზოგიერთი მენიუ გაფართოებულ განლაგებას იყენებს, რათა ყველა ხელმისაწვდომი პარამეტრი ერთდროულად აჩვენოს. ამ ხედში აქტიური ვარიანტი ფერადი ფონითაა გამოყოფილი.
ზოგიერთ შემთხვევაში შეგიძლია, რამდენიმე ვარიანტი ერთდროულად მონიშნო Shift-ის დაჭერით და მარცხ.ღ.-ით დაწკაპუნებით.
დამხმარე მენიუები¶
გარდაქმნის ორიენტაციების დამხმარე მენიუ.¶
დამხმარე მენიუები არჩევანის მენიუებს წააგავს, იმ განსხვავებით, რომ უფრო მრავალფეროვანი შიგთავსის ჩვენება შეუძლია, მაგალითად, სათაურის, ღილაკების, ცოციების და სხვ.
კონტექსტური მენიუ¶
კონტექსტური მენიუები ამოსახტომი მენიუები, რომლებიც მარჯვ.ღ.-ის დაწკაპუნებით იხსნება. რედაქტორების უმეტესობაში მისი გამოყენება Menu კლავიშითაც შეიძლება. მენიუს შიგთავსი თაგვის ისრის მდებარეობაზეა დამოკიდებული.
რედაქტორში გამოძახებისას მენიუ იმ ოპერატორთა სიას შეიცავს, რომელიც რედაქტორის რეჟიმთანაა კავშირში. ხოლო როცა ღილაკებისა და თვისებებისთვის გამოიძახება, გავრცელებული ვარიანტებია:
- ცალი (Single)
ნაკრების მხოლოდ ერთი მნიშვნელობის ცვლილება (მაგ.: ობიექტის მდებარეობის მხოლოდ X კოორდინატი).
- ყველა (All)
ნაკრების ყველა მნიშვნელობის ცვლილება (მაგ.: ობიექტის მდებარეობის ყველა კოორდინატი).
- ნაგულისხმებ მნიშვნელობაზე დაბრუნება (Reset to Default Value) ბექსფეისი
ამჟამინდელ მნიშვნელობას ნაგულისხმებით ანაცვლებს.
- მონაცემთა მისამართის კოპირება (Copy Data Path) Shift-Ctrl-C
აკოპირებს Python-ის თვისების მონაცემთა მისამართს, მონაცემთა ბლოკთან მიმართებაში. გამოსადეგია Python-ის სკრიპტის წერისას.
- მონაცემთა სრული მისამართის კოპირება (Copy Full Data Path) Shift-Ctrl-Alt-C
აკოპირებს Python-ის თვისების მონაცემთა სრულ მისამართს, ყველანაირ საჭირო კონტექსტურ ინფორმაციასთან ერთად.
- ახალ დრაივერად კოპირება (Copy As New Driver)
ქმნის ახალ დრაივერს ამ თვისების შეტანით და აკოპირებს გაცვლის ბუფერში. დრაივერის სხვა თვისებაზე დასამატებლად გამოიყენე Paste Driver (Paste Driver), ანდა, არსებული დრაივერის ახალი შემავალი ცვლადით გასაფართოებლად გამოიყენე დრაივერის ცვლადების ჩასმა (Paste Driver Variables).
- გადაკოპირება მონიშნულზე (Copy To Selected)
აკოპირებს თვისების მნიშვნელობას მონიშნული ობიექტის შესაბამის თვისებაზე. ერთერთი შემთხვევა, როცა ეს ფუნქცია საჭიროა, არის თვისებათა კონტექსტის ჩამაგრებული მდგომარეობა.
- მალსახმობის მიკუთვნება (Assign Shortcut)
საშუალებას გაძლევს, ოპერაციისთვის კლავიატურის, ან თაგვის მალსახმობი დააწესო. მალსახმობის დასაწესებლად ჯერ თაგვის კურსორი უნდა მიიტანო ამომხტარ ღილაკთან. როცა გამოჩნდება შეტყობინება "დააჭირე კლავიშს", სასურველ მალსახმობზე უნდა დააჭირო, ან დააწკაპუნო. გასაუქმებლად დააჭირე Esc-ს.
ასევე იხილეთ
- მალსახმობის შეცვლა (Change Shortcut)
საშუალებას გაძლევს, ხელახლა დააწესო მალსახმობი.
- მალსახმობის მოცილება (Remove Shortcut)
ჩახსნის არსებულ მალსახმობს.
- ფაილის მდებარეობის გახსნა (Open File Location), მდებარეობის გახსნა გარეთ (Open Location Externally)
ოპერაციული სისტემის ფაილების მენეჯერის მეშვეობით ხსნის ფაილის შემცველ საქაღალდეს.
- ონლაინ სახელმძღვანელო (Online Manual) F1
ვებ ბრაუზერში ხსნის ბლენდერის სახელმძღვანელოს ონლაინ გვერდს.
- Python-ის ონლაინ ცნობარი (Online Python Reference)
კონტექსტისადმი მგრძნობიარე წვდომა Python-ის API-ს ცნობარი.
- წყაროს რედაქტირება (Edit Source)
UI-ს დეველოპმენტისთვის -- ქმნის ტექსტურ მონაცემთა ბლოკს, სამართავთან ასოცირებული წყაროს კოდით, იმ შემთხვევისთვის, თუ სამართავი Python-ის სკრიპტზეა დაფუძნებული. ტექსტურ რედაქტორში იგი კოდის იმ ხაზზე მიუთითებს, სადაც ელემენტი განისაზღვრება.
- თარგმანის რედაქტირება (Edit Translation)
UI-ს დეველოპმენტი -- მიუთითებს ხაზზე თარგმანის კოდში.
სექტორული მენიუები¶
სექტორული მენიუ ისეთი მენიუა, რომლის ელემენტებიც რადიალურად თავსდება თაგვის კურსორის ირგვლივ.
3D სარკმლის რეჟიმის სექტორული მენიუ.¶
რჩევა
სექტორული მენიუს გამოყენების უსწრაფესი გზაა იმ კლავიშ(ებ)ზე დაჭერა, რომლ(ებ)ითაც მენიუ გამოიძახება, თაგვის ოდნავ გამოძრავება მონიშნულისკენ და კლავიშ(ებ)ის აშვება არჩეული ელემენტის გასააქტიურებლად.
თაგვის გაუმოძრავებლად კლავიშის აშვება მენიუს გახსნილს დატოვებს და შეგეძლება, სასურველ ელემენტზე დააწკაპუნო. თუ თაგვს აშვებამდე გაამოძრავებ, მასთან ყველაზე ახლოს მდებარე ელემენტი დაუყოვნებლივ გააქტიურდება.
სექტორული მენიუს შუაგულში მდებარე ღია დისკოს ფორმის ვიჯეტი აჩვენებს მენიუს მიმდინარე მიმართულებას. მონიშნული ელემენტიც გამოყოფილია. სექტორულ მენიუს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ელემენტის მოსანიშნად ვარგისი მიმართულება, თუ თაგვი მენიუს ცენტრალურ დისკოსებრ ვიჯეტს ეხება, ან მის მიღმა მდებარეობს.
სექტორული მენიუს ელემენტებს აქვს საკვანძო მაჩქარებლების მხარდაჭერა, რომლებიც მენიუს თითოეულ ელემენტზე არსებულ ხაზგასმულ ასონიშნებს წარმოადგენენ. ციფრებიანი კლავიშების გამოყენებაც შეიძლება.
თუ დაქვემდებარებული სექტორული მენიუ ხელმისაწვდომია, ეს პლიუსიანი ხატულით აღინიშნება.
ასევე იხილეთ