მარყუჟის კვეთა (Loop Cut)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- ხელსაწყო (Tool):
()
- მალსახმობი:
Ctrl-R
მარყუჟის კვეთის ხელსაწყო მარყუჟის გაკვეთა და გაცურების ოპერატორის მოდალური ხელსაწყოს ტიპის ვერსიაა. ეს ხელსაწყო არჩეული წიბოს მკვეთი წიბოთა მარყუჟების ჩასმით აპობს წახნაგების მარყუჟებს.
გამოყენება¶
ხელსაწყო ინტერაქტიულია და ორი საფეხური აქვს:
განაკვეთის წინასწარი ვიზუალიზაცია
ხელსაწყოს გააქტიურების შემდეგ მიიტანე კურსორი სასურველ წიბოსთან. როცა თაგვი სხვადასხვა წიბოებზე გადაგაქვს, შესაქმნელი კვეთა იისფრად აღინიშნება. შესაქმნელი მარყუჟი პოლუსებთან (სამკუთხედებსა და n-კუთხედებთან) ჩერდება, სადაც წახნაგთა უკვე არსებული მარყუჟი წყდება.
გაკვეთა
წიბოთა ახალი მარყუჟის მდებარეობის პოვნის შემდეგ უკვე შეიძლება მარყუჟის შექმნა მარცხ.ღ.-ის მეშვეობით.
ხელსაწყოს ანაწყობები (Tool Settings)¶
- განაკვეთების რაოდენობა (Number of Cuts)
ზრდის და ამცირებს შესაქმნელი კვეთების რიცხვს. ეს კვეთები ორიგინალ წახნაგზე თანაბრად გადანაწილდება, და მათი პოზიციების კონტროლის საშუალება არ გექნება.
- UV-ს შესწორება (Correct UVs)
გამოსახულების გამრუდების თავიდან ასაცილებლად ასწორებს არსებულ, შესატყვის UV კოორდინატებს.
ვარიანტები (Options)¶
მოდალური ხელსაწყოს გაშვების შემდეგ მარყუჟის კვეთისა (Loop Cut) და გაცურების (Slide) ვარიანტები ხელმისაწვდომია პანელიდან ბოლო ოპერაციის პარამეტრები (Adjust Last Operation).