პიპეტი (Eyedropper)

პიპეტი საშუალებას გაძლევს, ბლენდერის ფანჯარაში ნებისმიერი ადგილიდან აიღო სინჯი. პიპეტის გამოყენებით სხვადასხვაგვარი მონაცემების არჩევა შეიძლება:

ფერი (Color)

ესაა ყველაზე ფართოდ გავრცელებული გამოყენება. პიპეტის საშუალებით ხდება ბლენდერში ნებისმიერი ადგილიდან პიქსელის ფერის ნიმუშის აღება.

ნოტი

ფერების მართვის ხედის გარდაქმნა (View Transform) ფერზე გავლენას ახდენს. თანმიმდევრული შედეგების მისაღებად ეს პარამეტრი სტანდარტულზე უნდა იყოს დაყენებული. ნებისმიერი სხვა ვარიანტის არჩევის შემთხვევაში პიპეტმა შეიძლება, არაზუსტი ფერი აიღოს.

ფერთა გრადაცია (Color Ramp)

კურსორის ფანჯარაზე გადათრევა მთელი ხაზის სინჯისთვის, რომელიც შემდეგ ფერთა გრადაციად გადაიქცევა.

ობიექტები/ობიექტთა მონაცემები

ეს ობიექტის ღილაკებთან (როგორებიცაა მშობელი, ბორკილები, ან მოდიფიკატორები) გამოიყენება, ობიექტის 3D სარკმლიდან, ან მონახაზიდან ასარჩევად და არა ჩამოსაშლელი მენიუდან.

ძვლები (Bones)

ეს მაშინ გამოიყენება, როცა არმატურის ქვესამიზნის არჩევა შეიძლება. ძვლის არჩევა 3D სარკმლიდან, ან მონახაზიდანაა შესაძლებელი. სამიზნედ მხოლოდ იმ ძვლების სინჯის აღება შეიძლება, რომლებიც უკვე არჩეულ არმატურას ეკუთვნის.

ნოტი

3D სარკმელში ძვლების სინჯის აღება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ არმატურა პოზირების, ან რედაქტირების რეჟიმშია.

კამერის სიღრმე

პიპეტის გამოყენება მანძილზე ზეგავლენის მქონე რიცხვების ველსაც შეუძლია.

ეს კამერის სიმკვეთრის სიღრმის დასაყენებლად გამოიყენება, რათა არჩეული სიღრმე ფოკუსში მოხვდეს.

  • E ააქტიურებს პიპეტს, როცა კურსორი ღილაკთანაა მიტანილი.

  • მარცხ.ღ.-ის გამოთრევა შეურევს გადმოთრეულ ფერებს, რაც ხელსაყრელია ხმაურიანი გამოსახულებებიდან სინჯის აღების დროს.

  • გამოტოვება აბრუნებს თავდაპირველ მდგომარეობაში და თავიდან იწყებს ფერების შერევას.