ნაგულისხმები (Defaults)

როცა ბლენდერს პირველად გაუშვებ, ან ვერსიას განაახლებ, ქუდის ინტერაქტიული მონაკვეთი ჩანაცვლდება საწყისი სასურველი პარამეტრით, რათა მოხდეს ბლენდერთან შენი ურთიერთქმედების კონფიგურირება.

../../_images/getting-started_configuration_defaults_preferences.png

თავდაპირველი სასურველი პარამეტრების დიალოგური ფანჯარა.

ნოტი

ამ ვარიანტების შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება სასურველ პარამეტრებში.

დააიმპორტირე სასურველი პარამეტრები წინა ვერსიიდან (Import Preferences From Previous Version)

ამ ვარიანტის არჩევა სასურველ პარამეტრებს ბლენდერის ძველი ვერსიიდან გადმოიტანს. სასურველი პარამეტრებიცა და გაშვების ფაილებიც ბლენდერის წინა ვერსიიდან დაკოპირდება და ჩაიტვირთება. ამაში შედის დაინსტალირებული დანამატებიცა და გაფართოებებიც.

სასურველი პარამეტრები უნდა დაიმპორტირდეს წინა ვერსიებიდან, რადგან ბლენდერის თითოეული ვერსიის კონფიგურაციის ფაილები განცალკევებულ საქაღალდეებში ინახება. ამ საქაღალდეების ადგილმდებარეობის მოსანახად ბლენდერის დირექტორიების განლაგება გადაათვალიერე.

თუ გინდა, ახალ ვერსიაში ყველაფერი თავიდან ააწყო, გადადი განყოფილებაზე შექმენი ახალი სასურველი პარამეტრები (Create New Preferences).

ნოტი

შესაძლოა, ბლენდერის ზოგიერთი ადრინდელი დანამატი და გაფართოება ახალ ვერსიასთან თავსებადი არ იყოს და ამ ვარიანტის არჩევამ შეიძლება, გაშვებისას ხარვეზი გამოიწვიოს. თუ ეს მოხდება, რეკომენდირებულია, პირველ რიგში ქარხნული ანაწყობების ჩატვირთვა (Loading Factory Settings) სცადო.

შექმენი ახალი სასურველი პარამეტრები (Create New Preferences)

ენა (Language)

მომხმარებლის ინტერფეისის ენა. ენების სია დაყოფილია კატეგორიებად, რომლებიც მიუთითებენ, რამდენად სრულია ესა თუ ის თარგმანი. ენების დამატებითი პარამეტრების დაყენება შესაძლებელია თარგმანის სასურველი პარამეტრებიდან.

თემა (Theme)

აირჩიე ბლენდერის ნათელი, ან მუქი თემა. თემების მეტად მორგება შესაძლებელია სასურველი პარამეტრებიდან. დამატებითი თემების ინსტალირება შესაძლებელია ბლენდერის გაფართოებათა პლატფორმის მონახულებით. ეს ნებაყოფლობითია და ინტერნეტზე წვდომას საჭიროებს.

კლავიშრუკა (Keymap)

წინასწარი კონფიგურაციები ბლენდერის ნაგულისხმები კლავიშრუკისთვის. გაითვალისწინე, რომ ამ სახელმძღვანელოს ვარაუდით, ნაგულისხმებ "Blender" კლავიშრუკას იყენებ.

Blender:

ეს ნაგულისხმები კლავიშრუკაა. ამ კლავიშრუკის შესახებ მეტის წაკითხვა აქ შეგიძლია.

Blender 2.7x:

ეს კლავიშრუკა გამიზნულია იმისთვის, რომ ბლენდერის ძველ სერიებს ემთხვეოდეს და შექმნილია ხალხისთვის, ვინც პროგრამას ანახლებს, მაგრამ არ სურს განახლებული კლავიშრუკის შესწავლა.

ინდუსტრიასთან თავსებადი (Industry Compatible):

ამ კლავიშრუკის შექმნის მიზანია ფართოდ გავრცელებულ, კომერციულ პროგრამებთან თავსებადობა და ის განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ბევრ ამგვარ აპლიკაციას იყენებენ. ამ კლავიშრუკის შესახებ მეტის წაკითხვა აქ შეგიძლია.

თაგვით მონიშვნა (Mouse Select)

აკონტროლებს, თაგუნას რომელი ღილაკი გამოიყენება ბლენდერში საგნების მოსანიშნად - მარცხენა, თუ მარჯვენა. მონიშვნის ნაგულისხმები ღილაკია მარცხენა.

გამოტოვების კლავიშის ქმედება (Spacebar Action)

აკონტროლებს გამოტოვება კლავიშის ქმედებას. ამ და სხვა მალსახმობების მოდიფიცირება შესაძლებელია კლავიშრუკის სასურველი პარამეტრებიდან.

დაკვრა (Play):

იწყებს/ამთავრებს ანიმაციის დაკვრას. ეს ვარიანტი გამოდგება ანიმაციის, ან ვიდეოს რედაქტირებისთვის.

ხელსაწყოები:

კურსორის ქვეშ ხსნის ხელსაწყოთა ზოლს და საშუალებას გაძლევს, სწრაფად შეცვალო აქტიური ხელსაწყო. ეს ვარიანტი გამოსადეგია, თუ ხშირად მუშაობ მოდელირებასა და დარიგვაზე.

ძიება (Search):

ხსნის მენიუს ძიებას (Menu Search). ეს ვარიანტი გამოადგებათ ბლენდერის ახალბედა მომხმარებლებს, რომლებიც ამ პროგრამის მენიუებსა და მალსახმობებს არ იცნობენ.

ახალი სასურველი პარამეტრების შენახვა (Save New Preferences)

ზემოთ დაყენებული სასურველი პარამეტრები შეინახება და იხსნება ჩვეულებრივი ქუდი.

შენახვის ნაგულისხმები პარამეტრები

ცვლილებების შეტანისას სასურველი პარამეტრები ავტომატურად ინახება. ამ ქცევის შეცვლა შესაძლებელია სასურველი პარამეტრების ავტომატურ შენახვაში მოცემული ინსტრუქციების დახმარებით

ნაგულისხმები საწყისი ფაილის შეცვლა შესაძლებელია მენიუდან: ფაილი ‣ ნაგულისხმები ‣ საწყის ფაილად შენახვა (File ‣ Defaults ‣ Save Startup File). იხ. საწყისი ფაილი.

ორი არე, სადაც ბლენდერის ნაგულისხმები პარამეტრები ინახება:

სასურველი პარამეტრები (Preferences)

სასურველი პარამეტრების (Preferences) ფაილი ინახავს კლავიშრუკას, დანამატებს, თემას და სხვ.

საწყისი ფაილი (Startup File)

საწყისი ფაილი (Startup File) ინახავს სცენასა და UI წყობას, რომელიც გაშვებისას და ახალი ფაილის შექმნისას იქნება ნაჩვენები (ფაილი ‣ ახალი (File ‣ New)).

ქარხნული ანაწყობების ჩატვირთვა (Loading Factory Settings)

შეგიძლია, ბლენდერის მორგებული პარამეტრები ნაგულისხმებ მდგომარეობაში დააბრუნო:

სასურველი პარამეტრები (Preferences)

სასურველი პარამეტრების ქარხნული ანაწყობების ჩატვირთვა.

საწყისი ფაილი და სასურველი პარამეტრები

ფაილი ‣ ნაგულისხმები ‣ ქარხნული ანაწყობების ჩატვირთვა (File ‣ Defaults ‣ Load Factory Settings).

ნოტი

ქარხნული ანაწყობების ჩატვირთვის შემდეგ სასურველი პარამეტრები ავტომატურად არ შეინახება.

დეტალებისთვის იხ. See სასურველი პარამეტრების მართვა.