კვანძთა შეკვრები¶
შეკვრა კონტეინერია, რომელიც რამდენიმე მნიშვნელობას ერთ ბუდეში შესაერთებლად აჯგუფებს. ამ გზით შესაძლებელი ხდება ბევრი მნიშვნელობის ერთი ბმულით გადაცემა, დაახლოებით ისევე, როგორც struct აკეთებს პროგრამირებაში.
შეკვრები ამცირებს კვანძთა ჯგუფში გამოჩენილ შენატანებსა და გამონატანებს, და შესაძლებელია, შეიცავდეს შერეული ტიპის მონაცემებს, მაგალითად, გეომეტრიას, ველებს, სიდიდეებს, ობიექტებს და იერარქიულად დაქვემდებარებულ შეკვრებსაც კი.
ჯერ ერთ შეკვრაში გაერთიანებული, შემდეგ კვლავ განცალკევებული კუბი და ცილინდრი.¶
კვანძები¶
შეკვრებთან სამუშაოდ წარმოდგენილია შემდეგი კვანძები:
თითოეული კვანძი იძლევა ბუდეების პირობითი რაოდენობის დამატების, ან მოცილების საშუალებას, მოქნილი ტიპის მხარდაჭერით.
გამოყენება¶
შეკვრები მრავალ სამუშაო პროცესში გამოდგება:
გამარტივებული ინტერფეისები -- სიცხადისთვის შენატანთა ერთ ბუდეში დაჯგუფება.
ფიზიკის სიმულაციები -- ყველა საგნისა და შემბორკველის ერთად შეფუთვა ამომხსნელისთვის.
დეკლარაციული სისტემები -- რთული სტრუქტურის მონაცემთა შენახვა მოგვიანებით გამოსათვლელად.
ტექსტურების წყებები -- PBR რუკების (ძირითადი ფერი, სიხეშეშე, ნორმალები) კომბინირება ერთ ბუდეში.
ბუდეების დასინქრონირება¶
შეკვრები თავთავიანთი შენატანებისა და გამონატანების ურთიერთდამთხვევისთვის ბუდეების სახელებს იყენებენ. თუ ორი შეკვრის კვანძები დაკავშირებულია, მაგრამ მათი სიგნატურები ერთმანეთს არ შეესაბამება, ბლენდერს მათი ავტომატური სინქრონირების უზრუნველყოფა შეუძლია.
სინქრონირება ავტომატურად ხდება კვანძის პირველად დაკავშირებისას.
მონაცემებზე გადაწერის თავიდან ასაცილებლად, არსებული ბუდეები არასოდეს ახლდება ავტომატურად.
ღილაკი (ბუდეების დასინქრონირება) მაშინ ჩნდება კვანძის კოლონტიტულში, როცა დაუმთხვევლობაა აღმოჩენილი, რაც ხელით დასინქრონირების საშუალებას იძლევა.