კვანძების მონიშვნა

რედაქტორში კვანძების მონიშვნა და მათით მანიპულირება შეგიძლია. მონიშვნა განსაზღვრავს, რომელი კვანძები შეგიძლია, გადაიტანო, დააკოპირო, ან დააკავშირო. აქტიური კვანძი (ბოლო მონიშნული) ღია ფერის მოხაზულობითაა გამოყოფილი. იგი ზოგიერთი ოპერაციისთვის შაბლონად გამოიყენება, მაგალითად, დაჯგუფებისთვის, ან ბმულით დაკავშირებისთვის, და ასევე, ადგენს, რომელი თვისებები იქნას ნაჩვენები გვერდით ზოლსა და თვისებების რედაქტორში.

კვანძების მონიშვნა მარცხ.ღ.-ით ხდება. რამდენიმე კვანძის მონიშვნა Shift-მარცხ.ღ.-ით შეიძლება.

გარდა ამისა, ბლენდერი სხვადასხვა მომნიშვნელ ხელსაწყოებსა და მალსახმობებს იძლევა, რათა სწრაფად აირჩიო კვანძები ტიპის, კავშირების, ან განლაგების მიხედვით.

ყველა (All)

მითითება

მენიუ:

მონიშვნა ‣ ყველა (Select ‣ All)

მალსახმობი:

A

ყველა კვანძის მონიშვნა.

არაფერი (None)

მითითება

მენიუ:

მონიშვნა ‣ არაფერი (Select ‣ None)

მალსახმობი:

Alt-A

აუქმებს ყველა კვანძის მონიშვნას.

შებრუნება / შექცევა (Invert)

მითითება

მენიუ:

მონიშვნა ‣ შებრუნება (Select ‣ Invert)

მალსახმობი:

Ctrl-I

აკეთებს მიმდინარე მონიშვნის ინვერსიას - ყველა მოუნიშნავ კვანძს ნიშნავს და უკვე მონიშნულებს მონიშვნას უუქმებს.

მართკუთხა მონიშვნა (Box Select)

მითითება

მენიუ:

მონიშვნა ‣ მარკუთხა მონიშვნა (Select ‣ Box Select)

მალსახმობი:

B

დაწკაპუნებითა და კურსორის გათრევით მონიშნე მართკუთხა მონაკვეთში მოქცეული კვანძები. დამატებითი დეტალებისთვის იხ. მართკუთხა მონიშვნა.

წრიული მონიშვნა (Circle Select)

მითითება

მენიუ:

მონიშვნა ‣ წრიული მონიშვნა (Select ‣ Circle Select)

მალსახმობი:

C

მონიშნე კვანძები წრიული ფუნჯის დაწკაპუნებითა და გადატარებით. იხ. წრიული მონიშვნა.

ქამანდით მონიშვნა (Lasso Select)

მითითება

მენიუ:

მონიშვნა ‣ ქამანდით მონიშვნა (Select ‣ Lasso Select)

ქამანდით მოხაზე თავისუფალი ფორმა, რათა ამ მოხაზულობაში მოქცეული კვანძები მონიშნო. იხ. ქამანდით მონიშვნა.

კავშირის წყარო (Linked From)

მითითება

მენიუ:

მონიშვნა ‣ კავშირის წყარო (Select ‣ Linked From)

მალსახმობი:

L

განავრცობს მონიშვნას უკვე მონიშნულ კვანძებთან დაკავშირებულ ყველა შემავალ კვანძზე.

კავშირის დანიშნულება (Linked To)

მითითება

მენიუ:

მონიშვნა ‣ კავშირის დანიშნულება (Select ‣ Linked To)

მალსახმობი:

Shift-L

განავრცობს მონიშვნას უკვე მონიშნულ კვანძებთა დაკავშირებულ ყველა გამომავალ კვანძზე.

დაჯგუფებულის მონიშვნა (Select Grouped)

მითითება

მენიუ:

მონიშვნა ‣ დაჯგუფებულის მონიშვნა (Select ‣ Select Grouped)

მალსახმობი:

Shift-G

ნიშნავს კვანძებს, რომლებსაც აქტიური კვანძის მსგავსი თვისებები აქვს.

  • ტიპი (Type): ნიშნავს ერთი და იგივე ტიპის ყველა კვანძს (მაგ., ყველა მათემატიკურ კვანძს).

  • ფერი (Color): ნიშნავს ერთი და იგივე მორგებული ფერის მქონე კვანძებს (ეს მომხმარებლის მიერ მინიჭებულ რედაქტორის ფერებს ეხება და არა კვანძების მიერ დამუშავებულს).

  • წინსართი (Prefix)/ბოლოსართი (Suffix): იმ კვანძების მონიშვნა, რომელთა სახელები ერთნაირად იწყება, ან მთავრდება.

იმავე ტიპის წინას/მომდევნოს აქტივაცია (Activate Same Type Previous/Next)

მითითება

მენიუ:

მონიშვნა ‣ იმავე ტიპის მომდევნოს/წინას აქტივაცია (Select ‣ Activate Same Type Next/Previous)

მალსახმობი:

Shift-] / Shift-[

ციკლურად გადადის ერთი და იგივე ტიპის კვანძებზე - ააქტიურებს კვანძოვანი ხის წინა, ან მომდევნო კვანძს და აქცევს ხედის შუაგულში.

კვანძის მოძიება (Find Node)

მითითება

მენიუ:

მონიშვნა ‣ კვანძის მოძიება (Select ‣ Find Node)

მალსახმობი:

Ctrl-F

ხსნის პოპაპს, რომლის საშუალებითაც შეგიძლია, ამჟამინდელ კვანძოვან ხეში არსებული კვანძი სწრაფად იპოვო და მონიშნო. კვანძების ძებნა შეიძლება სახელით, ბუდის ჭდით, გამაფრთხილებელი შეტყობინებებით, ან ზოგიერთი ბუდის მნიშვნელობით, როგორებიცაა სტრიქონები და მონაცემთა ბლოკების მითითებები.

როცა შესატყვისი აირჩევა, რედაქტორის ხედი ავტომატურად მოიქცევს შუაში და წვდომის გასაიოლებლად გამოყოფს კიდეც.

ეს ოპერატორი განსაკუთრებით დიდ კვანძოვან ხეებშია გამოსადეგი, რთულ ქსელებში ეფექტური ნავიგაციისთვის.