ბლენდერის საზოგადოება¶
ვინაიდან ბლენდერი თავიდანვე უფასოდ იყო ხელმისაწვდომი, მაშინაც კი, როცა დახურული წყაროს პროგრამა იყო, საზოგადოებაში მისი დამკვიდრება ადვილად მოხერხდა. 1998 წლის შემდეგ ბლენდერის გარშემო შემოიკრიბა მომხმარებელთა დიდი, სტაბილური და აქტიური საზოგადოება. ამ საზოგადოებამ ბლენდერის მიმართ მხარდაჭერა აჩვენა 2002 წელს, როცა შვიდ კვირაში მოახერხეს 100 000 ევროს შეგროვება, რათა ბლენდერისთვის საშუალება მიეცათ, ღია წყაროს პროგრამად ქცეულიყო GNU GPL ლიცენზიით.
დამოუკიდებელი საიტები¶
არსებობს ბლენდერისადმი მიძღვნილი არაერთი დამოუკიდებელი ვებსაიტი, ფორუმი, ბლოგი, ახალი ამბები და გაკვეთილების საიტი.
ერთერთი უდიდესი საზოგადოებრივი ფორუმია Blender Artists, სადაც ბლენდერის მომხმარებლები იკრიბებიან, რათა თავი მოიწონონ თავიანთი ნამუშევრებით, მიიღონ გამოხმაურება, ითხოვონ დახმარება, ან თავად დაეხმარონ სხვებს და, ზოგადად, ისაუბრონ ბლენდერზე.
მხარდაჭერის მიღება¶
ბლენდერის საზოგადოება მისი ერთერთი საუკეთესო თვისებაა, ამიტომ, ამ სახელმძღვანელოს გარდა არსებობს სხვა მომხმარებლებისგან დახმარების მიღების ბევრი სხვა გზაც, როგორებიცაა ბლენდერის ჩატი, Stack Exchange, და Reddit.
სტუდიებისა და ორგანიზაციებისთვის არსებობს კომერციული მხარდაჭერა, ხოლო სტუდიებისთვის, რომლებსაც სურთ, ბლენდერი თავიანთ ფაიფლაინში დაამატონ, Blender Studio შეიცავს ამ თემასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასა და საწვრთნელ მასალებს. თუ თვლი, რომ ბლენდერთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა აღმოაჩინე, თუ შეიძლება, გააგზავნე ხარვეზის შესახებ პატაკი.
მხარდაჭერის შესახებ დამატებითი დეტალების ნახვა შეიძლება მხარდაჭერის გვერდზე.
დეველოპმენტი¶
გამომდინარე იქიდან, რომ ბლენდერი ღია წყაროს პროგრამაა, იგი სიხარულით იყენებს დეველოპმენტს მოხალისეებისგან. დეველოპერთა შორის კომუნიკაცია ძირითადად სამი პლატფორმის საშუალებით ხდება:
projects.blender.org სისტემა
ონლაინ ჩატი (იხ. ქვემოთ)
თუ გსურს, დაეხმარო ბლენდერის დეველოპმენტს, იხ. გვერდი ჩაერთე.
ჩატი¶
ნამდვილ დროში წარმართული განხილვებისთვის გვაქვს chat.blender.org, რომელიც ავთენტიკაციისთვის Blender ID-ს იყენებს.
შეგიძლია, შეუერთდე ამ არხებს:
#general საზოგადოებასთან ზოგადი საუბრებისთვის.
#blender-coders დეველოპერებისთვის ბლენდერის დეველოპმენტის განსახილველად.
#python Python API-ს მომხმარებელი დეველოპერებისთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად.
#docs ბლენდერის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საუბრებისთვის.
#translations ბლენდერისა და მისი დოკუმენტაციის თარგმნასთან დაკავშირებული განხილვებისთვის.
სხვა სასარგებლო ბმულები¶
Blender FAQ (შემიძლია, ბლენდერი კომერციულად გამოვიყენო? რა არის GPL/GNU? ...)
დეველოპერის გვკითხე, რაც გინდა!