შესავალი¶
ძერწვა და ხატვა ფუნჯების მეშვეობით რედაქტირების უფრო თავისუფალ ფორმას გვთავაზობს. ამის გასაკეთებლად არსებობს რამდენიმე რეჟიმი და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს.
ძერწვა: მეშის ტოპოლოგიის შეცვლა და გარდაქმნა.
წვეროთა მოხატვა: წვეროთა ფერის შეცვლა აქტიურ ფერის ატრიბუტში.
წონის ხატვა: წვეროების წონის შეცვლა აქტიურ წვეროთა ჯგუფში.
ტექსტურის ხატვა: აქტიური გამოსახულების ტექსტურის პიქსელთა შეცვლა.