შემთხვევითის მონიშვნა (Select Random)

მითითება

რეჟიმი (Mode):

ობიექტის რეჟიმი და რედაქტირების რეჟიმი (Object Mode და Edit Mode)

მენიუ:

მონიშვნა ‣ შემთხვევითის მონიშვნა (Select ‣ Select Random)

მონიშვნაში შემთხვევით საგნებს ამატებს.

ვარიანტები (Options)

ფარდობა (Ratio)

მონიშნული საგნების რაოდენობის პროპორციული თანაფარდობა დანარჩენებთან, მაგ.: 0.5 არსებული (დაუმალავი) საგნების ნახევარს მონიშნავს.

გაითვალისწინე, რომ არსებული მონიშვნა იგნორირდება: თუ საგნების ნახევარი უკვე მონიშნულია, ფარდობის 0.1-ზე დაყენება მონიშვნას არაფერს გაუუქმებს, არც მოუნიშნავი საგნების 10%-ს მონიშნავს. ნაცვლად ამისა, იგი ყოველთვის ირჩევს ყველა ხილული საგნის 10%-ს და მონიშვნაში ამატებს.

შემთხვევითი პირველსაწყისი (Random Seed)

რიცხვი, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ რომელი საგნები იქნება არჩეული.

ქმედება (Action)
მონიშვნა (Select):

ჩაამატე მონიშვნაში შემთხვევითი საგნები.

მონიშვნის გაუქმება (Deselect):

მოაშორე მონიშვნას შემთხვევითი საგნები.