გაშემთხვევითება (Randomize)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
მონიშნული წვეროები შემთხვევით მიმართულებებზე გადააქვს.
ვარიანტები (Options)¶
- ოდენობა (Amount)
გადანაცვლების მაქსიმალური მანძილი თითოეული წვეროსთვის.
- ერთგვაროვანი (Uniform)
რამდენად ერთგვაროვანი უნდა იყოს გადანაცვლების მანძილი. როცა 0-ზეა დაყენებული, თითოეული წვერო 0-იდან ოდენობამდე ფარგლებში შემთხვევით მანძილზე გადაადგილდება. როცა 1-ს უდრის, ყველა წვერო ზუსტად ოდენობის მანძილზე გადაინაცვლებს, თუმცა, გადანაცვლების მიმართულება შემთხვევით რჩება.
- ნორმალი (Normal)
რამდენად ახლოს უნდა იყოს გადანაცვლების მიმარღთულება თითოეული წვერო ნორმალთან. როცა 0-ზეა დაყენებული, მიმართულება სრულიად შემთხვევითია, ხოლო როცა 1-ზე - მიმართულება ყოველთვის ნორმალს, ან მის საპირისპირო მნიშვნელობას უდრის.
- შემთხვევითი პირველსაწყისი (Random Seed)
სხვადასხვა პირველსაწყისები სხვადასხვა შემთხვევით გადანაცვლებებს წარმოშობს.
ასევე იხილეთ
გაშემთხვევითება ობიექტის რეჟიმში (Object Mode)