შესავალი¶
სამ განზომილებიანი სცენის შექმნას ესაჭიროება, სულ ცოტა, სამი საკვანძო კომპონენტი: მოდელები, მასალები და სინათლეები. ამ ნაწილში განიხილება პირველი, ანუ მოდელირება. მოდელირება არის უბრალოდ ისეთი ზედაპირის შექმნის ხელოვნება და მეცნიერება, რომელიც სინამდვილეში არსებულ ობიექტს განასახიერებს, ან გამოხატავს შენს წარმოსახვაში არსებულ აბსტრაქტულ ობიექტებს.
რეჟიმები (Modes)¶
იმის მიხედვით, თუ რა სახის ობიექტის შექმნას ცდილობ, არსებობს მოდელირების რეჟიმთა სამი სხვადასხვა ტიპი. ვინაიდან და რადგანაც რეჟიმები არაა ექსკლუზიურად მოდელირებასთან დაკავშირებული, ისინი სახელმძღვანელოს სხვა ნაწილებშია გარჩეული.
მოდელირების დროს სხვადასხვა რეჟიმებში გადასვლა-გადმოსვლა ჩვეულებრივი ამბავია. ზოგიერთი ხელსაწყო შეიძლება, რამდენიმე რეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი, ხოლო სხვები რომელიმე კონკრეტული რეჟიმისთვის უნიკალური იარაღებია.
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)¶
რედაქტირების რეჟიმი არის მთავარი რეჟიმი, სადაც მოდელირებას აქვს ადგილი. რედაქტირების რეჟიმი გამოიყენება ობიექტების შემდეგი ტიპების დასარედაქტირებლად:
მეშები (Meshes)
წირები (Curves)
ზედაპირები (Surfaces)
მეტაბურთები (Metaballs)
ტექსტური (Text) ობიექტები
გისოსები (Lattice)
შენ მხოლოდ იმ ობიექტების მეშების მოდიფიცირება შეგიძლია, რომლებსაც არედაქტირებ. სხვა ობიექტების შესაცვლელად შეგიძლია, გამოხვიდე რედაქტირების რეჟიმიდან, მონიშნო სხვა ობიექტი და ისევ რედაქტირების რეჟიმში გადახვიდე, ან გამოიყენო მრავალობიექტიანი რედაქტირება.