ხელსაწყოების სისტემა¶
ხელსაწყოები, რომლებზე წვდომასაც ხელსაწყოთა ზოლი გვაძლევს.
ეს ხელსაწყოების ზოგადი გაცნობაა. ინდივიდუალურ ხელსაწყოებს თავთავიანთი დოკუმენტაცია აქვთ.
თითო სამუშაო სივრცესა და რეჟიმში მხოლოდ თითო ხელსაწყო შეიძლება იყოს აქტიური. პროგრამა ამ ხელსაწყოს იმახსოვრებს: თუ რედაქტირების რეჟიმში (Edit Mode) ხარ და ამოყვანის (Extrude) ხელსაწყო გაქვს არჩეული, ხოლო შემდეგ ობიექტის რეჟიმში (Object Mode) გადახვალ - ანუ რეჟიმში, რომელსაც ამოყვანის ხელსაწყო არა აქვს - და ამის მერე კვლავ დაუბრუნდები რედაქტირების რეჟიმს, ამოყვანის ხელსაწყო ისევ აქტიური იქნება.
ხელსაწყოთა უმრავლესობა მარცხ.ღ.-ით კონტროლდება, თუმცა, ზოგ მათგანს მოდიფიკატორი კლავიშებიც აქვს (რომლებიც ხელსაწყოს გამოყენებისას სტატუსის ზოლში ჩნდება). ამ ყველაფრის მორგება კლავიშრუკის სასურველ პარამეტრებში შეიძლება.
ზოგიერთ ხელსაწყოს (მაგალითად, ძვრას და დაბზრიალებას) თავისი გიზმო აქვს, რომელიც მის გამოყენებას აიოლებს.
ხელსაწყოთა ზოლი (Toolbar)¶
მითითება
- მალსახმობი:
T
ხელსაწყოთა გაფართოებული ჯგუფი.¶
ხელსაწყოების ზოლში მოთავსებულია სხვადასხვა ხელსაწყოთა ღილაკები. ღილაკები, რომლებსაც თავთავიანთ ქვედა მარჯვენა კუთხეში პატარა სამკუთხედები აქვს, წარმოადგენს ხელსაწყოთა ჯგუფებს, რომელთა დროებით გახსნაც მარცხ.ღ.-ის ცოტა ხნით დაკავების მეშვეობითაა შესაძლებელი (ან მარცხ.ღ.-ის გათრევა დაუყოვნებლივ გასახსნელად).
ხელსაწყოზე კურსორის ცოტა ხნით გაჩერება მის სახელს გამოავლენს, ხოლო უფრო დიდხანს გაჩერება მთლიან განმარტებას აჩვენებს.
ხელსაწყოთა ზოლის თარაზულად გაზრდა ხატულებს ორ სვეტად აჩვენებს, ხოლო მისი კიდევ უფრო გაფართოება ხატულებსა და მათ ტექსტებს ასახავს.
ხელსაწყოთა ამოსახტომი ზოლი¶
მითითება
- მალსახმობი:
Shift-გამოტოვება
Shift-გამოტოვება-ზე დაჭერით ზედ კურსორთან ამოხტება ხელსაწყოთა პატარა ზოლი, სწრაფი წვდომისთვის. ხელსაწყოთა ასარჩევი მალსახმობები მარჯვნივ იქნება ნაჩვენები.
ალტერნატივის სახით, შეგიძლია, ეს ქმედება გამოტოვება-ს მიანიჭო კლავიშრუკის სასურველ პარამეტრებში. ამი შემდეგ შეგეძლება, გამოტოვება მოდიფიკატორი კლავიშივით გამოიყენო (Ctrl-ის ან Shift-ის დაკავების მსგავსად). მაგალითად, შეგიძლია, გამოტოვება T-ს დააჭირო გარდაქმნისთვის, გამოტოვება D-ს - ანოტაციებისთვის, გამოტოვება M-ს - გაზომვისთვის და ა.შ. იხ. გამოტოვების კლავიშის ქმედება.
სწრაფი რჩეულები (Quick Favorites)¶
მითითება
- მალსახმობი:
Q
სწრაფი რჩეულების მენიუ შენს საყვარელ ხელსაწყოებს ერთად აგროვებს. კონტექსტური მენიუს საშუალებით შეგიძლია, ნებისმიერი ხელსაწყო, ან მენიუს ელემენტი ამ პოპ-აპში დაამატო.
ხელსაწყოების შეცვლა¶
თუ კლავიშრუკის სასურველ პარამეტრებში Alt დაწკაპუნებით ხელსაწყოს გააქტიურება ჩართულია, Alt-ზე დაჭერა სტატუსის ზოლში ხელსაწყოს პრომპტს აჩვენებს. ამის შემდეგ შეგიძლია, კლავიშს დააჭირო და მისი შესატყვისი ხელსაწყო აირჩიო, ან ისევ Alt-ს დააჭირო და ბრძანება გააუქმო.
სათადარიგო ხელსაწყო (Fallback Tool)¶
სათადარიგო ხელსაწყო ერთერთი იმათგანია, რომელიც თავიდანვეა არჩეული (ანუ ის, რომელიც ხელსაწყოთა ზოლის თავში მდებარეობს). მისი შეცვლა შეგიძლია ხელსაწყოთა ზოლის ღილაკზე მარცხ.ღ.-ის დაკავებით ან Alt-W დაჭერით და სექტორული მენიუს გამოძახებით.
ხელსაწყოთა ციკლირება¶
თუ კლავიშს ისეთ ხელსაწყოს მიაბამ, რომელიც ჯგუფხელსაწყოთა ჯგუფში შედის, შეგიძლია, კლავიშრუკის რედაქტორში ციკლირება ჩართო. შემდეგ თანმიმდევრული დაჭერით შეძლებ იმ ჯგუფის ხელსაწყოების ციკლურად ცვლას.
სამგანზომილებიან სარკმელში მონიშვნის ხელსაწყოებს ეს ვარიანტი თავიდანვე ჩართული აქვს, მაგალითად, W-ის დაჭერით გადახვალ მართკუთა მონიშვნაზე, წრიულ მონიშვნაზე და ა.შ.
თვისებები (Properties)¶
ხელსაწყოებს შეუძლიათ, თავთავიანთი ანაწყობები ჰქონდეთ, რომლებზე წვდომაც სხვადასხვა ადგილებიდან შეიძლება:
() პანელი გვერდითა ზოლში N.
აქტიური ხელსაწყოს ჩანართი მახასიათებლების (Properties) რედაქტორში.
ხელსაწყოს ანაწყობების მონაკვეთი კოლონტიტულის არის ქვეშ.