წაშლა და განქარწყლება¶
წაშლა (Delete)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
X, ან Delete
შლის მეშის მონიშნულ ელემენტებს. ხელმისაწვდომია მენიუს შემდეგი საგნები:
- წვეროები (Vertices)
შლის მონიშნულ წვეროებს და, ასევე, ყველა წიბოსა და წახნაგს, რომელსაც ისინი მიეკუთვნება.
- წიბოები (Edges)
შლის მონიშნულ წიბოებს და ასევე, ყველა წახნაგს, რომელსაც ისინი მიეკუთვნება. ეულად დარჩენილი წვეროებიც იშლება.
- წახნაგები (Faces)
შლის მონიშნულ წახნაგებს. ეულად დარჩენილი წვეროები და წიბოებიც იშლება.
- მხოლოდ წიბოები და წახნაგები (Only Edges & Faces)
შლის მონიშნულ წიბოებსა და წახნაგებს და, ასევე, ყველა მოუნიშნავ წახნაგს, რომელიც მონიშნულ წიბოს შეიცავს. ეულად დარჩენილი წვეროები ისევ რჩება.
- მხოლოდ წახნაგები (Only Faces)
შლის მონიშნულ წახნაგებს. ეულად დარჩენილი წვეროები და წიბოები ისევ რჩება.
განქარწყლება¶
განქარწყლება წაშლისგან იმით განსხვავდება, რომ დახურულ ზედაპირს ინარჩუნებს იმის მაგივრად, რომ ხვრელი დატოვოს.
წვეროების განქარწყლება (Dissolve Vertices)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
)
- მალსახმობი:
X, Delete, ან Ctrl-X
შლის თითოეულ მონიშნულ წვეროს და მის გარშემო მდებარე წახნაგებს აერთებს. (შედეგად ხშირად n-კუთხედები მიიღება.)
თუ წვერო მავთულის ნაწილია -- ანუ, წიბოთა ჯაჭვის, რომელიც არცერთი წახნაგის ნაწილს არ წარმოადგენს -- მაშინ მის გარშემო მდებარე წიბოები შეირწყმება.
ბოლო ოპერაციის პარამეტრების პანელი შემდეგ ვარიანტებს გვთავაზობს:
- წახნაგის გაპობა (Face Split)
სადაც შესაძლებელია, გააპე გარშემორტყმული წახნაგები ისე, რომ მხოლოდ მათ კუთხეში მდებარე სამკუთხედის შერწყმა მოხდეს და არა მთლიანი წახნაგის. ამით "ხვრელის შემავსებელი" წახნაგების ზომა და უსწორმასწორობა მცირდება.
- საზღვრის მოგლეჯა (Tear Boundary)
შერწყმის მაგივრად წაშალე მეშის ზღვართან მდებარე წახნაგები. ეს წახნაგები ყოველთვის გაიყოფა, მაშინაც კი, როცა წახნაგის გაპობა (Face Split) გათიშულია.
წიბოების განქარწყლება (Dissolve Edges)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
X, Delete, ან Ctrl-X
შლის თითოეულ მონიშნულ წიბოს და გარშემორტყმულ წახნაგებს ერთ წახნაგად აერთიანებს. ეს მხოლოდ იმ წიბოებზე მუშაობს, რომელთაც ზუსტად ორ-ორი მეზობელი წახნაგი აქვთ.
ბოლო ოპერაციის დარეგულირების (Adjust Last Operation) პანელი შემდეგ ვარიანტებს გვთავაზობს:
- წვეროების განქარწყლება (Dissolve Vertices)
განაქარწყლე არა მხოლოდ თავად მონიშნული წიბოები, არამედ მათი წვეროებიც.
- კუთხის მიჯნა (Angle Threshold)
თუ წვეროების განქარწყლება ჩართულია, ეს ვარიანტი საშუალებას გაძლევს, კუთხოვანი წვეროები შეინარჩუნო და მხოლოდ მეტ-ნაკლებად ბრტყელ არეებში მდებარე წვეროები განაქარწყლო. ითვლება, რომ წახნაგები კუთხეს მაშინ ქმნიან, როცა მათ ნორმალებს შორის დახრის კუთხე კუთხის მიჯნას აღემატება -- ანუ, ითვლება, რომ თანასიბრტყულ წახნაგებს 0°-იანი კუთხე აქვთ და არა 180°-იანი.
- წახნაგის გაპობა (Face Split)
სადაც შესაძლებელია, გააპე გარშემორტყმული წახნაგები ისე, რომ მხოლოდ მათ კუთხეში მდებარე სამკუთხედის შერწყმა მოხდეს და არა მთლიანი წახნაგის. ამით "ხვრელის შემავსებელი" წახნაგების ზომა და უსწორმასწორობა მცირდება.
- ოთხკუთხედების შენარჩუნება (Preserve Quads)
ხელს უშლის წვეროების მოცილებას იმ შემთხვევაში, თუ ამის გაკეთება ორ სამკუთხედს შორის წიბოს განქარწყლებისას ოთხკუთხოვან სტრუქტურას დაარღვევს.
თუნდაც წვეროების განქარწყლება ჩართული იყოს, ორი სამკუთხედის საზიარო წვეროები შენარჩუნდება, რათა მიღებული გეომეტრია ოთხკუთხოვანი დარჩეს და სამკუთხედად, ან n-კუთხედად არ გადაკეთდეს.
ეს ვარიანტი მეშების გამარტივების, ან არააუცილებელი წიბოების მოცილების დროს სუფთა, ოთხკუთხოვანი ტოპოლოგიის შენარჩუნებაში გვეხმარება.
წახნაგების განქარწყლება¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
X, Delete, Ctrl-X, ან F
ურთიერთდაკავშირებულ წახნაგთა თითოეულ ნაჭერს ერთ წახნაგად აქცევს.
ნოტი
ჩვეულებრივ, მალსახმობი F წახნაგების შესაქმნელად გამოიყენება, მაგრამ მონიშნულ არსებულ წახნაგებზე გაშვებისას მათ ანქარწყლებს. იხ. არსებული წახნაგების განქარწყლება.
შეზღუდული განქარწყლება (Limited Dissolve)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
X, ან Delete
მეტ-ნაკლებად ბრტყელ არეებში მდებარე წვეროთა განქარწყლებით ამარტივებს მონიშნულ გეომეტრიას.
- მაქს. კუთხე (Max Angle)
დახრილობის მაქსიმალური დასაშვები კუთხე წახნაგებს შორის იმისთვის, რომ ზედაპირი ბრტყლად (და შესაბამისად, განქარწყლების კანდიდატად) ჩაითვალოს. კუთხე, კონკრეტულად, წახნაგების ნორმალებს შორის იზომება, რაც ნიშნავს, რომ თანასიბრტყულ წახნაგთა შორის არსებული კუთხე 0°-ად ითვლება და არა 180°-ად.
- ყველა ზღუდე (All Boundaries)
წიბოთა მაქს. კუთხის მეშვეობით განქარწყლების შემდეგ სასაზღვრო კუთხეებთან მდებარე ყველა წვერო განაქარწყლე -- უფრო ზუსტად, წვეროები, რომლებსაც მხოლოდ ორი მეზობელი წიბო გააჩნია.
- დელიმიტირება (Delimit)
თავიდან აიცილე რამენაირად წყვეტილი წახნაგების შერწყმა. შეგიძლია, რამდენიმე ამ ვარიანტთაგანი ერთდროულად გაააქტიურო მათზე Shift-მარცხ.ღ.-ით დაწკაპუნებით.
- ნორმალი (Normal):
ნუ შერწყამ ურთიერთსაპირისპირო ორიენტაციების მქონე წახნაგებს.
- მასალა (Material):
ნუ შერწყამ სხვადასხვა მასალების მქონე წახნაგების.
- ნაკერი (Seam):
ნუ განაქარწყლებ UV ნაკერებად აღნიშნულ წიბოებს.
- მკვეთრი (Sharp):
ნუ განაქარწყლებ მკვეთრად აღნიშნულ წიბოებს.
- UV-ები (UVs):
ნუ შერწყამ წახნაგებს, რომლებიც რომელიმე UV რუკაზე კავშირის გარეშეა.
წიბოებისა და წახნაგების ჩაშლა (Collapse Edges & Faces)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
X, ან Delete
ანხორციელებს ურთიერთ დაკავშირებული წიბოებისა და წახნაგების თითოეული ნაჭრის თითო წვეროდ ჩაშლას. ეს, მაგალითისთვის, ხელსაყრელია წიბოთა რგოლების ჩასაშლელად.
განქარწყლების ოპერატორებისგან განსხვავებით, ეს ოპერატორი n-კუთხედებს არ ჰქმნის და შეუძლია, არა მხოლოდ არსებული წვეროები მოაცილოს, არამედ ახალი წვეროებიც დაამატოს. დამატებით, ახალ წვეროებს ავტომატურად ენიჭება ინტერპოლირებული UV კოორდინატები, ფერის ატრიბუტები და სხვ. ეს მას დეტალების ხელით მოცილებისთვის ძალიან გამოსადეგად აქცევს.
წიბოთა მარყუჟები (Edge Loops)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (წვეროების, ან წიბოების მონიშვნის რეჟიმები)
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
X, ან Delete
ანქარწყლებს მონიშნულ წიბოთა მარყუჟებს. ეს არსებითად იგივეა, რაც წიბოების განქარწყლება, ოღონდ, ბოლოს გარშემორტყმულ წახნაგებს ნიშნავს.
ნოტი
ბლენდერის ტერმინოლოგიაში წიბოთა მარყუჟი ურთიერთდაკავშირებული წიბოების ნებისმიერ ჯაჭვს ჰქვია, აუცილებელი არაა, დახურული მარყუჟი იყოს. იხ. მარყუჟების მონიშვნა.
ასევე იხილეთ