მარყუჟების მონიშვნა (Select Loops)¶
წიბოთა მარყუჟების მონიშვნა¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
Edit Mode (Vertex or Edge select mode)
- მენიუ:
- მალსახმობი:
Alt-მარცხ.ღ. ან Shift-Alt-მარცხ.ღ.
Alt-მარცხ.ღ.-ით წიბოს მონიშვნა იმ წიბოებსაც მონიშნავს, რომლებიც მას (ტოპოლოგიურად) სწორხაზოვნად უკავშირდება. თუ გინდა, წინა მონიშვნას მის ჩაუნაცვლებლად დაამატო, Shift-Alt-მარცხ.ღ. გამოიყენე.
The resulting chain of edges is called an edge loop in Blender terminology because it typically forms a closed loop around the mesh. However, as shown below, this doesn't have to be the case.
Selecting edge loops. The clicked edge is highlighted in green.¶
მინიშნება
Selecting edge loops by clicking edges is also possible in the Vertex selection mode.
ნოტი
When Emulate 3 Button Mouse is enabled, the Alt-LMB shortcut won't work because it serves as a replacement for MMB. To select edge loops in this case, double-click with LMB instead.
ყველა ზღუდე (All Boundaries)¶
ზღუდის წიბოზე წიბოთა მარყუჟის მონიშვნის ორჯერ გაშვება მთელ ზღუდეს მონიშნავს.
წიბოთა მარყუჟის პირველი და მეორე მონიშვნა.¶
ასევე იხ. სასაზღვრო მარყუჟის მონიშვნა (Select Boundary Loop).
წახნაგთა მარყუჟების მონიშვნა¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode) (წახნაგთა მონიშვნის რეჟიმი)
- მალსახმობი:
Alt-მარცხ.ღ. ან Shift-Alt-მარცხ.ღ.
წახნაგების მონიშვნის რეჟიმში Alt-მარცხ.ღ.-ით წიბოზე დაწკაპუნება ამ წიბოს მართობულ წახნაგთა რიგს მონიშნავს. იმისათვის, რომ არსებულ მონიშვნას დაამატო და არა ჩაანაცვლო იგი, გამოიყენე Shift-Alt-მარცხ.ღ..
შედეგად მიღებულ წახნაგთა რიგს ბლენდერის ტერმინოლოგიაში წახნაგების მარყუჟი ჰქვია, რადგან, როგორც წესი, მეშის გარშემო დახურულ მარყუჟს ჰქმნის. თუმცა, როგორც ქვემოთაა ნაჩვენები, ეს ყოველთვის ასე არაა.
წახნაგთა მარყუჟების მონიშვნა. დაწკაპუნებული წიბო მწვანედაა გამოყოფილი.¶
წვეროთა მონიშვნის რეჟიმში იგივეს მიღწევა წიბოთა რგოლების მეშვეობითაც შეიძლება.
ნოტი
When Emulate 3 Button Mouse is enabled, the Alt-LMB shortcut won't work because it serves as a replacement for MMB. To select face loops in this case, double-click the edge with LMB instead.
წიბოთა რგოლების მონიშვნა¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode) (წიბოთა მონიშვნის რეჟიმი)
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
Ctrl-Alt-მარცხ.ღ. ან Shift-Ctrl-Alt-მარცხ.ღ.
Ctrl-Alt-მარცხ.ღ.-ით წიბოს მონიშვნაას იმ პარალელური წიბოების მონიშვნაც შეუძლია, რომლებიც ამ წიბოს მართობულად მდებარეობს წახნაგთა რიგში. იმისათვის, რომ არსებულ მონიშვნას დაამატო და არა ჩაანაცვლო იგი, Shift-Ctrl-Alt-მარცხ.ღ. გამოიყენე.
შედეგად მიღებულ წიბოების წყებას ბლენდერის ტერმინოლოგიაში წიბოთა რგოლი რგოლი ეწოდება, რადგან, როგორც წესი, მეშის გარშემო რგოლს ჰქმნის. თუმცა, როგორც ქვემოთაა ნაჩვენები, ეს ყოველთვის ასე არაა.
წიბოთა რგოლების მონიშვნა წიბოების რეჟიმში. დაწკაპუნებული წიბო მწვანედაა გამოყოფილი.¶
ეს მალსახმობი წვეროთა მონიშვნის რეჟიმშიც მუშაობს, თუმცა წიბოთა რგოლის მაგივრად წახნაგების მარყუჟს ნიშნავს:
წიბოთა რგოლების მონიშვნა წვეროების რეჟიმში.¶
მინიშნება
წიბოთა რგოლის მონიშვნის წახნაგთა მარყუჟად გადასაქცევად ან წვეროების რეჟიმში გადადი, ან წახნაგების და, თან, Ctrl კლავიში გეჭიროს (იხ. მონიშვნის განვრცობა/შეკუმშვა).
მარყუჟის შიდა მონაკვეთის მონიშვნა (Select Loop Inner-Region)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode) (წიბოთა მონიშვნის რეჟიმი)
- მენიუ:
()
ნიშნავს ყველა წახნაგს, რომელიც წიბოთა მონიშნული, დახურული მარყუჟის შიგნითაა. მართალია, შესაძლებელია ამ ოპერატორის წვეროთა და წახნაგთა მონიშვნის რეჟიმებში გამოყენებაც, მაგრამ შესაძლოა, მოულოდნელი შედეგები დადგეს.
გაითვალისწინე, რომ თუ მონიშნული წიბოები დახურულ მარყუჟს არ ჰქმნიან, ყველა დაკავშირებული წახნაგი მოინიშნება.
ვარიანტები (Options)¶
- უფრო დიდების მონიშვნა (Select Bigger)
მონიშნე წიბოთა მარყუჟის გარეთ მდებარე წახნაგები და არა შიგნით მდებარეები.
მაგალითები¶
წიბოთა ერთი მარყუჟი მონაკვეთად.¶
წიბოთა რამოდენიმე მარყუჟი.¶
ხვრელების მხარდაჭერაც არსებობს.¶
სასაზღვრო მარყუჟის მონიშვნა (Select Boundary Loop)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
წახნაგების არსებულ მონიშვნას წიბოთა მონიშვნით ანაცვლებს, წახნაგთა თითოეული "კუნძულის" ზღუდის გარს შემოვლით. არსებითად ეს მარყუჟის შიდა მონაკვეთის მონიშვნის საპირისპიროა.
ამ ოპერატორის გაშვება მონიშვნის ნებისმიერ რეჟიმში შეიძლება. წახნაგთა რეჟიმში გაშვებისას ავტომატურად წიბოთა რეჟიმში გადაინაცვლებს.
სასაზღვრო მარყუჟის მონიშვნის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ.¶