კვანძების ნაწილები

ბლენდერში ყველა კვანძს მსგავსი აგებულება აქვს. ეს ნებისმიერი ტიპის კვანძს ეხება. მათ ნაწილებში შედის სათაური, ბუდეები, თვისებები და სხვ.

../../../_images/interface_controls_nodes_parts_overview.png

სათაური

სათაური კვანძის სახელს/ტიპს აჩვენებს, მისი უკუგდება კვანძის ჭდის შეცვლით შეიძლება. ამ სათაურის მარცხენა მხარეს დაკეცვის გადამრთველია, რომელიც შეგიძლია, კვანძის ასაკეცად გამოიყენო. იმავეს გაკეთება H ღილაკითაც შეიძლება.

../../../_images/interface_controls_nodes_parts_collapsed.png

როგორ გამოიყურება აკეცილი კვანძი.

გადახედვა

გადახედვები არის გადაფარებული ფენა, რომელიც კვანძის ზემოთ მცირე გამოსახულებას აჩვენებს, რომელშიც კვანძის მოქმედების შედეგი აისახება. ყველა კვანძს არ აქვს გადახედვის მხარდაჭერა, მაგრამ, რომლებსაც აქვს, მათი ჩართვა-გამორთვა / ხატულების მეშვეობით შეგიძლია, რომლებიც კვანძის ზედა მარჯვენა კუთხეში, სათაურის გვერდითაა მოთავსებული.

მთელი კვანძოვანი ხისთვის გადახედვების გათიშვა გადახედვების გადამრთველით შეიძლება.

ბუდეები

ბუდეები კვანძის შემავალი და გამომავალი მნიშვნელობებია. ისინი პატარა ფერადი წრეების სახით ჩანს კვანძის ორივე მხარეს. გამოუყენებელი ბუდეების დამალვა Ctrl-H-ით შეიძლება.

თითოეულ ბუდეს თავისი შესაბამისი ფერი აქვს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის მონაცემებს ამუშავებს იგი.

../../../_images/interface_controls_nodes_parts_sockets.png

ჩაშენებული (Built-in)

იერფერი (Shader ) (ბაცი მწვანე)

გამოიყენება იერფერებისთვის Cycles-სა და EEVEE-ში.

გეომეტრია (Geometry) (ზღვისფერი)

გამოიყენება გეომეტრიულ კვანძებში.

Menu (Dark Grey)

გამოიყენება ჩამოსათვლელი სიის სტილის შენატანებისთვის, რომელიც მომხმარებლის ინტერფეისში ჩამოსაშლელ მენიუს, ან რადიოღილაკების სახით ჩანს.

შეკვრა (Bundle) (მუქი ფირუზისფერი)

წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ზოგად ნაკრებს. შეკვრები შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე დაჯგუფებულ მნიშვნელობას (მაგ., გეომეტრიას, ვექტორებს, ან ფერებს), რაც კვანძებს შორის მონაცემთა კომპაქტური გადაცემის საშუალებას იძლევა.

ჩაკეტვა (Closure) (ბაცი წაბლისფერი)

გამოიყენება იერფერის კვანძებსა და გეომეტრიის კვანძებში ლოგიკური ან პროცედურული ინკაფსულაციისთვის. ჩაკეტვას შეუძლია, კვანძის შენატანებისა და ლოგიკის ჯგუფები შეინახოს და გადასცეს, რაც კვანძების მრავალჯერადი "გამოძახების" საშუალებას იძლევა.

მონაცემები (Data)

ბულის (Boolean) (ბაცი ვარდისფერი)

გამოიყენება ჭეშმარიტი, ან მცდარი მნიშვნელობის მისაწოდებლად.

ფერი (Color) (ყვითელი)

მიუთითებს, რომ ბუდე იღებს ან გამოსცემს ფერის შესახებ ინფორმაციას. ფერებს, კვანძოვანი ხის ტიპის მიხედვით, ან ექნება ალფა კომპონენტი, ან არა.

წილადნიშნა (Float) (ბაცი ნაცრისფერი)

მიუთითებს, რომ ბუდე წილადნიშნა რიცხვებს იღებს/წარმოქმნის.

მთელი რიცხვი (Integer) (ლაიმისფერი მწვანე)

გამოიყენება მთელი რიცხვის (მთელი მნიშვნელობა წილადური ნაწილის გარეშე) გადასაცემად.

სტრიქონი (String) (ცისფერი)

ტექსტური მნიშვნელობის გადასაცემად.

ვექტორი (Vector) (ლურჯი)

წარმოადგენს ვექტორულ მონაცემებს, როგორებიცაა კოორდინატები და ნორმალები. ვექტორებს შეიძლება, ჰქონდეს 2, 3, ან 4 კომპონენტი:

  • 2D: მხოლოდ X-სა და Y კომპონენტებს აჩვენებს და იყენებს.

  • 3D: შეიცავს X, Y-სა და Z კომპონენტს.

  • 4D: შეიცავს X, Y, Z, და W კომპონენტებს.

ბრუნვა (Rotation) (ვარდისფერი)

მიუთითებს ბრუნვას/კვატერნიონს.

მატრიცა (Matrix ) (მუქი ვარდისფერი)

მიუთითებს წილადნიშნა მნიშვნელობებისგან შემდგარ 4×4 მატრიცას, ხშირად გამოიყენება გარდაქმნის მატრიცის წარმოსადგენად.

მონაცემთა ბლოკები

კოლექცია (Collection) (თეთრი)

გამოიყენება კოლექციის მონაცემთა ბლოკის გადასაცემად.

ობიექტი (Object) (სტაფილოსფერი)

გამოიყენება ობიექტის მონაცემთა ბლოკის გადასაცემად.

მასალა (Material ) (მარჯნისფერი)

გამოიყენება მასალის მონაცემთა ბლოკის გასატარებლად.

ტექსტურა (Texture) (ვარდისფერი)

გამოიყენება ტექსტურის მონაცემთა ბლოკის გადასაცემად.

გამოსახულება (Image) (ქლიავისფერი)

გამოიყენება გამოსახულების მონაცემთა ბლოკის გადასაცემად.

შრიფტი (Font) (წაბლისფერი)

Used to pass an font data-block.

ბუდის ფორმა (Socket Shape)

მონაცემთა ბუდეებს შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ფორმები, რომლებიც მიუთითებენ მონაცემთა სტრუქტურას, რომელიც ამავე მონაცემთა გადასატანად გამოიყენება. მონაცემთა სტრუქტურა ადგენს, როგორ მოხდეს მნიშვნელობების გადაცემა და ინტერპრეტირება. შედარებით რთული სტრუქტურები ერთი კავშირის მეშვეობით რამდენიმე მნიშვნელობის გადაცემის საშუალებას იძლევა.

ავტომატური (Auto)

აკეთებს კარგი სტრუქტურის ტიპის ავტომატურ აღმოჩენას იმის მიხედვით, თუ რომელი ბუდეა გამოყენებული.

დინამიკური (წრე)

ბუდეს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სტრუქტურასთან შეუძლია მუშაობა.

ერთი (კვადრატი)

ეს ბუდეები ერთ მნიშვნელობას იღებენ, ისინი კვადრატული ფორმითაა წარმოდგენილი.

ველები (ბრილიანტი)

წარმოადგენს ისეთ მნიშვნელობას, რომელიც შეიძლება, ყოველი ელემენტისთვის სხვანაირი იყოს (მაგ., ყოველი წერტილისთვის, წიბოს, ან წახნაგისთვის). შეგიძლია, ჩათვალო, რომ ველი "მნიშვნელობების რუკაა", იმას წააგავს, თუ როგორ წარმოადგენს ნაცრისფერი სკალის გამოსახულებაში არსებული პიქსელების სიკაშკაშე სივრცეში ცვალებად მნიშნელობებს.

თუ ველის ბუდეს ერთი მნიშვნელობა უკავშირდება, იგი არაპირდაპირ ვრცელდება, ყველა ელემენტი ერთსა და იმავე მნიშვნელობას იღებს.

ველები შეიძლება, შემდეგნაირად გამოიყურებოდეს:

  • ბრილიანტი: ბუდეს ან შემავალი ველის მიღება შეუძლია, ან მისი გამოტანა. ამ ბუდეებთან ერთი მუდმივი მნიშვნელობის დაკავშირება შეიძლება, მაგრამ ასეთ დროს, ხშირად, გამონატანი ელემენტის მიხედვით აღარ შეიცვლება.

  • წერტილიანი ბრილიანტი: ბუდეს შეუძლია, იყოს ველი, მაგრამ ამჟამად ერთმნიშვნელობიანია. ეს ხელსაყრელია, რადგან საშუალებას გვაძლევს, ვაკონტროლოთ, სად გამოითვლება ცალკეული მნიშვნელობები, მრავალი განსხვავებული შედეგის მქონე ველის ნაცვლად. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ბუდის ინსპექცია ამ მნიშვნელობას აჩვენებს და არა ველში შემავალ სახელებს.

ბადე (Grid) (ოთხი კვადრატი)

წარმოადგენს ბადისებრ მონაცემთა სტრუქტურას, რომელიც ინახავს 2D ზედაპირიდან, ან 3D მოცულობიდან აღებულ მნიშვნელობებს. ბადეებს შეუძლიათ ისეთი მონაცემების ასახვა, როგორიცაა გამოსახულების პიქსელები, ვოქსელთა სიმკვრივეები, ან სივრციდან აღებული სხვა მნიშვნელობები. ისინი იძლევიან რთული ოპერაციების შესრულების საშუალებას, სადაც მნიშვნელობები სივრცეში უწყვეტადაა განაწილებული, და არა ინდივიდუალურ გეომეტრიულ ელემენტებზე მიბმული.

შენატანები

შენატანები კვანძის ქვედა მარცხენა მხარეს მდებარეობს და შეაქვს მონაცემები, რომლებიც კვანძის ფუნქციონირებისათვისაა საჭირო. მწვანე იერფერის შენატანის გარდა, თითოეულ ბუდეს კავშირის გაწყვეტისას აქვს თავისი ნაგულისხმები მნიშვნელობა, რომელიც ფერის, რიცხვითი, ან ვექტორული ინტერფეისის შენატანით შეიძლება, რედაქტირდეს. ზემოთ მოცემულ ეკრანის ანაბეჭდში, რომელიც კვანძს აჩვენებს, ფერის მეორე ვარიანტი ფერის ინტერფეისის შენატანის მიერაა დაყენებული.

ზოგიერთ კვანძს აქვს განსაკუთრებული ბუდეები, რომლებიც რამოდენიმე შენატანს იღებენ. ამ ბუდეებს წრიულის მაგივრად ოვალური ფორმა აქვს, რაც მათ განსაკუთრებულ ქცევაზე მიუთითებს.

გამონატანები

გამონატანები კვანძის ზედა მარჯვენა მხარეს მდებარეობს და შეგვლიძია, კვანძოვანი ხის იერარქიაში უფრო დაბალი საფეხურის კვანძთა შენატანებთან დავაკავშიროთ.

კონვერტირება / გადაყვანა

ზოგიერთი ტიპის ბუდე შეიძლება სხვა ტიპად გადაიქცეს , როგორც არაცხადად (იმპლიციტურად), ისე ცხადად (ექსპლიციტურად). არაცხადი კონვერტირება ავტომატურად ხდება, გადამყვანი კვანძის საჭიროების გარეშე. მაგალითად, წილადნიშნისა და ფერის ბუდეები შეიძლება, ერთმანეთთან დაკავშირდეს.

ბუდის დაკავშირების შემდეგ შეიძლება, მონაცემები დაიკარგოს და კვანძოვანი ხის იერარქიის დაბალ საფეხურებზე ვეღარ აღდგეს.მონაცემთა ერთეულები ბუდის არაცხადმა კონვერტირებამაც შეიძლება, შეცვალოს. დახრილობის კუთხის ბუდეში მნიშვნელობის (Value) შემავალი კვანძის შეერთებისას კვანძი რადიანებს გამოიყენებს მიუხედავად იმისა, სცენა რომელ ერთეულებს იყენებს. ეს იმიტომ ხდება, რომ მნიშვნელობის კვანძს ერთეული არა აქვს, ხოლო კუთხის შენატანს - აქვს.

ვარგისი კონვერტაციები:

  • ფერსა და ვექტორს შორის -- გადანაწილება ფერის არხებსა და ვექტორის კომპონენტებს შორის.

  • ფერსა და წილადნიშნას შორის -- ფერის მონაცემები მისსავე ნაცრისფერ ეკვივალენტად კონვერტირდება.

  • ფერი/წილადნიშნა/ვექტორი იერფერად -- არაცხადად აკონვერტირებს ფერში და გამოცემის (Emission) კვანძის გამოყენების შედეგს იძლევა.

  • წილადნიშნასა და მთელ რიცხვს შორის -- მთელი რიცხვები, უბრალოდ, წილადნიშნებად გადაიქცევა, ხოლო წილადნიშნა რიცხვები - იკვეცება.

  • წილადნიშნასა და ვექტორს შორის -- როცა წილადნიშნა ვექტორად იქცევა, მისი (წილადნიშნას) მნიშვნელობა ვექტორის თითოეული კომპონენტისთვის გამოიყენება. ხოლო როცა ვექტორი გადაიქცევა წილადნიშნად - მისი კომპონენტების საშუალო მნიშვნელობა გამოიყენება.

  • წილადნიშნასა და ბულის მნიშვნელობას შორის -- 0-ზე დიდი მნიშვნელობები ჭეშმარიტია (true), ჭეშმარიტი (true) მნიშვნელობა 1-ს უტოლდება, ხოლო მცდარი (false) - 0-ს.

  • ბრუნვებსა და მატრიცებს შორის.

Explicit conversion requires the use of a conversion node such as the კვანძი "იერფერი RGB-დ" or the RGB to BW Node node. The Math Node node also contains some functions to convert between degrees and radians.

თვისებები (Properties)

ბევრ კვანძს აქვს ანაწყობები, რომლებზეც შენატანსა და გამონატანთან ურთიერთქმედება გავლებას ახდენს. კვანძის ანაწყობები გამონატანების ქვეშ და შენატანების ზემოთ მდებარეობს.

../../../_images/interface_controls_nodes_parts_controls.png

ქრომატული ამოჭრის (Chroma Key) კვანძის სამართავთა მაგალითი.