მახვილი წიბოების მონიშვნა (Select Sharp Edges)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
მონიშვნაში ამატებს მახვილ კუთხეებიან წიბოებს.
ნოტი
ეს ოპერატორი არ ეხება იმ წიბოებს, რომლებიც მკვეთრადაა აღნიშნული. ამ უკანასკნელების მოსანიშნად ჯერ ერთი მკვეთრი წიბო უნდა მონიშნო ხელით, ხოლო შემდეგ () უნდა გამოიყენო, რათა დანარჩენებიც დაამატო.
ვარიანტები (Options)¶
- სიმკვეთრე (Sharpness)
ორ წახნაგს შორის დახრილობის მინიმალური კუთხე იმისათვის, რომ წიბო მახვილად ჩაითვალოს. კუთხე წახნაგთა ნორმალებს შორის იზომება, რაც ნიშნავს, რომ თანასიბრტყულ წახნაგებს 0°-იანი კუთხე აქვთ (და არა 180°), და მახვილ კუთხეებს დახრილობის უფრო ფართო კუთხეები აქვთ, ვიდრე ბლაგვებს (და არა პირიქით).