კვანძი "შეკვრების შეერთება" (Join Bundle)

კვანძი "შეკვრების შეერთება" (Join Bundle)

კვანძი შეკვრების შეერთება რამდენიმე შეკვრას ერთ გამომავალ შეკვრაში აერთიანებს. ყველა შემავალი შეკვრა ერთმანეთს ერწყმის და ქმნის ერთ შეკვრას, რომელიც შენატანების ყველა ელემენტს შეიცავს.

შენატანები

შეკვრა (Bundle)

ერთი, ან მეტი დასაკომბინირებელი შემავალი შეკვრა. თითოეული შეკვრის შიგთავსი გამომავალ შეკვრას თავისი სახელით შეერწყმება.

ნოტი

თუ ერთი და იგივე სახელის მქონე ბუდე ერთზე მეტ შეკვრაში შედის (დუბლიკატები), გამოიყენება პირველი დაფიქსირებული ბუდის მნიშვნელობა. თუ დუბლიკატები აღმოჩენილია, კვანძის კოლონტიტულში საინფორმაციო ხატულა გამოჩნდება, რომელიც ამაზე მიუთითებს.

გამონატანები

შეკვრა (Bundle)

ნაწარმი შეკვრა, რომელიც შემავალი შეკვრების ყველა ელემენტს შეიცავს.

თუ კომბინირებული შეკვრის ინდივიდუალურ ელემენტებზე წვდომა დაგჭირდა, შეკვრის განცალკევება გამოიყენე.