კვანძი "კომბინირებული შეკვრა" (Combine Bundle)

კვანძი "კომბინირებული შეკვრა" (Combine Bundle)

კომბინირებული შეკვრის კვანძი რამოდენიმე შემავალი მნიშვნელობისგან ახალ შეკვრას ქმნის. თითოეული შენატანი ხდება შეკვრის ელემენტი, რომელიც თავისი ბუდის სახელით იდენტიფიცირდება. კვანძოვანი ხის სხვა ნაწილებიდან მნიშვნელობებზე წვდომა შეკვრის განცალკევების კვანძიდან შეიძლება

შენატანები

კვანძი შეიძლება, შეიცავდეს შენატანის ბუდეთა რაიმე რაოდენობას. თითოეულ ბუდეს შეიძლება, მორგებული სახელი და ტიპი მიეცეს. მხარდაჭერილია ტიპები (და არა მხოლოდ ესენი):

  • გეომეტრია (Geometry)

  • ობიექტები (Objects)

  • მნიშვნელობები (Values) (მაგ., წილადნიშნა, მთელი რიცხვი, ბულის მნიშვნელობა, ვექტორი, ფერი)

  • ველები (Fields)

  • ჩადგმული შეკვრები

თვისებები (Properties)

თვისებები გვერდითა ზოლის კვანძის ჩანართიდანაა ხელმისაწვდომი.

ბუდეების სინქრონირება (Sync Sockets)

ანახლებს ამჟამინდელ კვანძს, რათა დაკავშირებული კვანძების ბუდის სიგნატურას უკეთ შეესაბამებოდეს. ეს ფუნქცია სახელის გადარქმების, ბუდეების დამატების, ან მოცილების შემდეგ უნდა გამოიყენო.

სიგნატურის განსაზღვრა (Define Signature)

ბლოკავს ელემენტთა აქტუალურ სიასა და ტიპებს, რათა კვანძების ჯგუფთა გამოქვეყნებისას ინტერფეისები დაასტაბილუროს. როცა ჩართავ, საგნების ჩამატება/ამოღება ამ ოპციის გამორთვამდე გაითიშება.

შეკვრის საგნები (Bundle Items)

შეკვრის საგნების სია

ასახავს შეკვრის თითო ელემენტზე თითო ჩანაწერს. სახელის გადასარქმევად ორჯერ დააწკაპუნე.

საგნის დამატება (Add Item)

დაუმატე შეკვრას ახალი ბუდე.

საგნის მოცილება (Remove Item)

წაშალე მონიშნული ბუდე.

ტიპი (Type)

მონაცემთა ტიპი მონიშნული საგნისთვის (მაგ., წილადნიშნა, ვექტორი, გეომეტრია, ობიექტი, შეკვრა). მნიშვნელობათა ტიპების შემთხვევაში ნაჩვენებია ნაგულისხმები მნიშვნელობის სამართავი და გამოიყენება იქ, სადაც ბუდე შეუერთებელია.

გამონატანები

შეკვრა (Bundle)

შედეგად მიღებული შეკვრა, რომელიც ყველა განსაზღვრულ შენატანს შეიცავს.