ზედა ზოლი¶
მენიუები¶
ბლენდერის მენიუ¶
- ქუდი
გახსენი ქუდი.
- ბლენდერის შესახებ (About Blender)
ხსნის მენიუს, რომელიც ბლენდერთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას ასახავს:
ვერსია (Version): ბლენდერის ვერსია.
თარიღი (Date): ბლენდერის კომპილირების თარიღი.
ჰეში (Hash): კომპილაციის Git ჰეში. შეიძლება, პრობლემის დიაგნოსტიკის დროს ტექნიკური მხარდაჭერის პერსონალისთვის მისაცემად გამოდგეს.
განშტოება (Branch): განშტოების არასავალდებულო სახელი.
ფანჯრის გარემო (Windowing Environment): Linux-ზე ეს ან Wayland-ს აჩვენებს, ან X11-ს, იმის მიხედვით, თუ რომელ ფანჯრის გარემოზეა Blender გაშვებული.
შემოწირულობა (Donate): გახსენი ბლენდერის დეველოპმენტის ფონდის ვებსაიტი.
რა არის ახალი (What's New): გახსენი ბოლო რელიზის ჩანაწერები.
ავტორები (Credits): გახსენი ავტორების ვებგვერდი.
ლიცენზია (License): გახსენი ლიცენზიის ვებგვერდი.
ბლენდერის მაღაზია (Blender Store): გახსენი ბლენდერის მაღაზია ვებსაიტი.
ბლენდერის ვებსაიტი (Blender Website): გახსენი ბლენდერის მთავარი ვებსაიტი.
- აპლიკაციის შაბლონის ინსტალირება (Install Application Template)
დააინსტალირე ახალი აპლიკაციის შაბლონი.
მენიუ "ფაილი" (File)¶
ფაილების სამართავი ვარიანტებია:
- ახალი (New) Ctrl-N
ასუფთავებს არსებულ სცენას და ტვირთავს აპლიკაციის არჩეულ შაბლონს.
- გახსნა (Open) Ctrl-O
blend ფაილის გახსნა.
- ბოლოდროინდელის გახსნა (Open Recent) Shift-Ctrl-O
ასახავს ყველაზე ბოლოს გახსნილი blend ფაილების სიას. სიის ელემენტებზე კურსორის გაჩერება აჩვენებს გადახედვას და blend ფაილის შესახებ ინფორმაციას. შეგიძლია, სიაში ნებისმიერი ფაილის სახელი აირჩიო და შესაბამისი blend-ფაილი გახსნა.
- ბოლოდროინდელი ფაილების სიის გასუფთავება (Clear Recent Files List)
ბოლოდროინდელი ფაილების სიიდან შლის საგნებს.
- დაბრუნება საწყის მდგომარეობაში (Revert)
ხელახლა ხსნის ამჟამად გახსნილ ფაილის სულ ბოლოს შენახულ ვერსიის სახით.
- აღდგენა (Recover)
ბლენდერის უნებლიედ დახურვის, ან ავარიული ჩახურვის შემთხვევაში blend ფაილის აღდგენის ვარიანტები. იხ:
- შენახვა (Save) Ctrl-S
შეინახე ამჟამად გახსნილი blend-ფაილი.
- შენახვა, როგორც... (Save As...) Shift-Ctrl-S
ფაილის სახელისა და შესანახი მისამართის დასაზუსტებლად ხსნის ფაილების ბრაუზერს.
- ასლის შენახვა... (Save Copy...)
ინახავს მიმდინარე ფაილის ასლს.
- მზარდი შენახვა (Save Incremental) Ctrl-Alt-S
შეინახე ბლენდერის ამჟამინდელი ფაილი ინკრემენტირებულ რიცხვიანი სახელით, რომელიც არსებულ ფაილებზე არ გადაეწერება.
- დაკავშირება... (Link...)
გარე blend-ფაილიდან (ბიბლიოთეკიდან) აკავშირებს მონაცემებს ამჟამად გახსნილ ფაილში. იმ მონაცემების რედაქტირება მხოლოდ გარე ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი. სხვა ფაილიდან მხოლოდ მონიშნული ნაწილების ჩასატვირთად გამოიყენება დაკავშირება და დართვა. იხ. დაკავშირებული ბიბლიოთეკები.
- დართვა... (Append...)
მიმდინარე ფაილს დაურთავს გარე blend-ფაილის მონაცემებს. ახალი მონაცემები გადმოკოპირდება გარე ფაილიდან და სრულიად გაუწყდება წარმოშობის ფაილთან კავშირი.
- მონაცემთა გადახედვები (Data Previews)
მონაცემთა ბლოკების გადახედვათა სამართავი ხელსაწყოები.
- იმპორტი (Import)
ბლენდერს შეუძლია, გამოიყენოს სხვა გრაფიკული პროგრამების მიერ შექმნილი ფაილების სხვა ფორმატებში შენახული სხვადასხვა ინფორმაცია. იხ. ფაილების იმპორტი/ექსპორტი.
- ექსპორტი (Export)
ჩვეულებრივ, შენს ნამუშევარს blend-ფაილში ინახავ, მაგრამ შეგიძლია, ნაწილი, ან მთლიანი ნამუშევარი რაიმე ფორმატში დააექსპორტო, რომლის დამუშავებაც სხვა გრაფიკულ პროგრამებს შეუძლია. იხ. იმპორტი/ექსპორტი.
- ყველა კოლექციის ექსპორტი (Export All Collections)
იძახებს ყველა კონფიგურირებულ ექსპორტერს ყველა კოლექციისთვის.
- გარე მონაცემები (External Data)
გარე მონაცემები, როგორიცაა გამოსახულებები და სხვა რესურსებები, შეიძლება, შეინახოს blend-ფაილში (შეფუთული), ან ცალკე ფაილში (ამოლაგებული). Blender ყველა ამოლაგებულ რესურსს ადევნებს თვალყურს შეფარდებითი, ან აბსოლუტური მისამართის მეშვეობით. იხ. გარე მონაცემების შეფუთვა, ან ამოლაგება.
- რესურსების ავტომატური შეფუთვა (Automatically Pack Resources)
შეფუთე ამჟამად გამოყენებული ყველა გარე ფაილი blend-ფაილში და ავტომატურად შეფუთე ყველა ფაილი, რომელიც მოგვიანებით დაემატება. ამ ვარიანტის აღნიშვნის მოხსნა მხოლოდ ახალი ფაილების ავტომატურ შეფუთვას შეაჩერებს, არსებულ ფაილებს არ ამოალაგებს.
- რესურსების შეფუთვა (Pack Resources)
შეფუთე ყველა გამოყენებული გარე ფაილი blend-ფაილში. ამ ოპერატორის გაშვებისა და blend-ფაილის შენახვის შემდეგ გარე ფაილების გამოყენება შეწყდება - მათში განხორციელებული ცვლილებები blend-ფაილში აღარ აისახება და თავისუფლად შეგეშძლება მათი სადმე გადატანა, ან წაშლა.
- რესურსების ამოლაგება (Unpack Resources)
დააბრუნე წინათ შეფუთული ფაილები გარეთ. შეგიძლია, აირჩიო, ხელახლა გამოიყენო არსებული გარე ფაილები, თუ ზედ გადააწერო.
- დაკავშირებული ბიბლიოთეკების შეფუთვა (Pack Linked Libraries)
შეფუთე მონაცემთა ბლოკები, რომლებიც მიმდინარე ფაილთან გარე blend-ფაილიდანაა დაკავშირებული.
- დაკავშირებული ბიბლიოთეკების ამოლაგება (Unpack Linked Libraries)
დააბრუნე წინათ შეფუთული მონაცემთა ბლოკები გარე blend-ფაილებად. არსებულ blend-ფაილებს გადაეწერება.
- მისამართების გაფარდობითება (Make Paths Relative)
გახადე გარეთ მდებარე ფაილების ყველა მისამართი შეფარდებითი ამჟამად გახსნილი blend-ფაილის მიმართ.
- მისამართების გააბსოლუტურება (Make Paths Absolute)
გახადე გარეთ მდებარე ფაილების ყველა მისამართი აბსოლუტური (სრული მისამართი სისტემის ძირეული საქაღალდიდან).
- შეტყობინება დაკარგული ფაილების შესახებ (Report Missing Files)
ამ ვარიანტის შემოწმება გამოსადეგია, თუ ფაილს აქვს ბმულები შეუფუთავ ფაილებზე, რომლებიც უკვე აღარ არსებობს. ამ ვარიანტის არჩევის შემდეგ ინფო რედაქტორის კოლონტიტულში გამაფრთხილებელი შეტყობინება გამოჩნდება. თუ გაფრთხილება არ ჩანს, ესე იგი დაკარგული გარე ფაილები არ არსებობს.
- დაკარგული ფაილების ძიება (Find Missing Files)
თუ blend-ფაილში გაფუჭებული ბმულები გაქვს, ამას შეუძლია, პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროს. გამოჩნდება ფაილების ბრაუზერი. აირჩიე სასურველი დირექტორია (ან ფაილი ამ დირექტორიაში) და მასში და მაში შემავალ ყველა დირექტორიაში რეკურსიული ძიება ჩატარდება. ძიება ამოიღებს ყოველ დაკარგულ ფაილს, რომელსაც იპოვის. აღდგენილ ფაილებს აბსოლუტური მისამართები ექნება, ასე რომ, თუ ფარდობითი მისამართები გინდა, უნდა აირჩიო მისამართების გაფარდობითება.
ნოტი
შესაძლოა, აღდგენილ ფაილებს ხელახლა ჩატვირთვა დასჭირდეს. შეგიძლია, სათითაოდ ჩატვირთო, ან blend-ფაილი შეინახო და თავიდან გახსნა, რათა ყველა გარე ფაილი ერთდროულად ჩაიტვირთოს თავიდან.
- გასუფთავება (Clean Up)
- გამოუყენებელი მონაცემების წმენდა (Purge Unused Data)
ხსნის დიალოგურ ფანჯარას, რომლის მეშვეობითაც უნდა გასუფთავდეს მონაცემთა ბლოკები ამჟამინდელი blend-ფაილებიდანაც და ნებისმიერი დაკავშირებული მონაცემებიდანაც (ამ ქმედების გაუქმება შეუძლებელია). დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მონახაზი.
- გამოუყენებელი მონაცემების მართვა (Manage Unused Data)
ხსნის მონახაზის კონტექსტურ ფანჯარას გამოუყენებელი მონაცემების რეჟიმში, რომელიც ჩამოთვლის მონაცემთა ბლოკებსა და სხვა მონაცემებს, რომლებიც არ გამოიყენება, და/ან ფაილის გადატვირთვისას დაიკარგება. მათში შედის მონაცემთა ბლოკები, რომლებსაც მხოლოდ ყალბი მომხმარებელი გააჩნია. შეგიძლია, ყალბი მომხმარებელი დაამატო/მოაცილო მონახაზის მარჯვენა მხარეს ჯვრის/მონიშვნის ხატულაზე დაწკაპუნებით.
- ნაგულისხმები (Defaults)
ეს მენიუ მართავს გაშვების ფაილს, რომელიც გამოიყენება სცენის, სამუშაო სივრცისა და ახალი ფაილის შექმნისას ასახული ინტერფეისის შესანახად.
თავდაპირველად ეს შეიცავს გაშვების სცენას, რომელიც ბლენდერში შედის. მისი ჩანაცვლება შეიძლება შენი საკუთარი მორგებული სცენით.
- საწყის ფაილად შენახვა (Save Startup File)
გახსნილ blend-ფაილს საწყის ფაილად ინახავს.
- ქარხნული ანაწყობების ჩატვირთვა (Load Factory Settings)
აღადგენს ნაგულისხმებ გაშვების ფაილსა და სასურველ პარამეტრებს.
როცა აპლიკაციის შაბლონები გამოიყენება, ნაჩვენები იქნება შემდეგი ოპერატორები:
- ბლენდერის ქარხნული ანაწყობების ჩატვირთვა (Load Factory Blender Settings)
ბლენდერის საწყის პარამეტრებში ჩატვირთავს ნაგულისხმებ ანაწყობებს იმ ცვლილებების გარეშე, რომლებიც აპლიკაციის მიმდინარე შაბლონში განხორციელდა.
- ქარხნული ანაწყობების ჩატვირთვა (Load Factory Settings)
აპლიკაციის ორიგინალ შაბლონში ტვირთავს ნაგულისხმებ ანაწყობებს.
ასევე იხილეთ
- გამოსვლა (Quit) Ctrl-Q
ხურავს ბლენდერს. მიმდინარე სცენა შეინახება ფაილში სახელწყოდებით "quit.blend", ბლენდერის დროებით დირექტორიაში (რომლის პოვნაც შეიძლება სასურველი პარამეტრების ჩანართში სახელად "ფაილების მისამართები").
მენიუ "რედაქტირება" (Edit)¶
- ქმედების გაუქმება (Undo), ქმედების აღდგენა (Redo), გაუქმებების ისტორია (Undo History)
- ბოლო ოპერაციის რეგულირება (Adjust Last Operation), ბოლოს გამეორება (Repeat Last), ისტორიის გამეორება (Repeat History)
- საძიებელი მენიუ (Menu Search)
იპოვე მენიუ სახელის მიხედვით.
- ოპერატორის ძიება (Operator Search)
გაუშვი ოპერატორი სახელის მიხედვით (მხოლოდ სადეველოპერო დამატებებისთვის).
- აქტიური საგნისთვის სახელის გადარქმევა (Rename Active Item)
გადაარქვი სახელი აქტიური ობიექტს, ან კვანძს; მეტი ინფორმაციისთვის იხ. სახელის გადარქმევის ხელსაწყო.
- სახელების ერთობლივი გადარქმევა (Batch Rename)
მონაცემთა რამოდენიმე ტიპს ერთდროულად უცვლის სახელს; იხ. ერთობლივი გადარქმევის ხელსაწყო დამატებითი ინფორმაციისთვის.
- ობიექტების რეჟიმების დაბლოკვა (Lock Object Modes)
ხელს უშლის იმ ობიექტების მონიშვნას, რომლებიც ამჟამად მონიშნულისგან განსხვავებულ რეჟიმშია.
ნოტი
ამ ვარიანტს შეუძლია, თავიდან აგაცილოს რეჟიმის შემთხვევითი ცვლილებები, მაგალითად, როცა პოზის რეჟიმში ძვლის მონიშვნას ცდილობ, რათა ანიმაცია გაუკეთო, მაგრამ შემთხვევით ფონში სცენის ელემენტზე დააწკაპუნებ (რაც, ჩვეულებრივ, იმ ელემენტის მონიშვნას და ობიექტის რეჟიმში გადასვლას იწვევს).
შეიძლება, ობიექტების რეჟიმების დაბლოკვის გათიშვა გიჯობდეს, მაგალითად, დარიგული ობიექტების წონების ხატვისას, ან ძერწვის/მოხატვისას, როცა განგებ გინდა, სხვადასხვა რეჟიმებში მყოფ ობიექტებზე გადანაცვლება.
- სასურველი პარამეტრები Ctrl-Comma
გახსენი სასურველი პარამეტრების ფანჯარა.
მენიუ "რენდერი" (Render)¶
- გამოსახულების რენდერი (Render Image) F12
დაარენდერე აქტიური სცენა მიმდინარე კადრში.
- ანიმაციის რენდერი (Render Animation) Ctrl-F12
დაარენდერე აქტიური სცენის ანიმაცია.
ასევე იხილეთ
დეტალებისთვის ანიმაციების დარენდერება.
- სეკვენსერის გამოსახულების რენდერი (Render Sequencer Image) Alt-F12
თუ არსებობს სეკვენსერის სცენა (Sequencer Scene), რომელიც აქტიური სცენისგან განსხვავდება, მაშინ ის სცენა დაარენდერე და არა აქტიური.
- სეკვენსერის ანიმაციის რენდერი (სეკვენსერის ანიმაციის რენდერი) Ctrl-Alt-F12
დაარენდერე სეკვენსერის სცენის (Sequencer Scene) ანიმაცია.
ნოტი
დარენდერების შემდეგ სეკვენსერის რენდერის ორივე ვარიანტი ავტომატურად აყენებს სეკვენსერის სცენის ჩვენებას (Show Sequencer Scene) გამოსახულებათა რედაქტორის რენდერის შედეგში.
- აუდიოს რენდერი (Render Audio)
აქციე სცენის აუდიო მონაცემები ხმოვან ფაილად.
ასევე იხილეთ
დეტალებისთვის აუდიოს დარენდერება.
- რენდერის ნახვა (View Render) F11
აჩვენე რენდერის ფანჯარა (ბლენდერის მთავარ ფანჯარაზე დასაბრუნებლად განმეორებით დააჭირე).
- ანიმაციის ნახვა (View Animation) Ctrl-F11
დაუკარი დარენდერებული ანიმაცია ცალკე შრეში.
ასევე იხილეთ
დეტალებისთვის ანიმაციის დამკვრელი.
სასურველი პარამეტრები ნაგულისხმების გარდა სხვა რომელიმე დამკვრელის ასარჩევად.
- ინტერფეისის დაბლოკვა (Lock Interface)
დარენდერების განმავლობაში დამარენდერებლისთვის მეტი მეხსიერების დასათმობად დაბლოკე ინტერფეისი.
მენიუ "ფანჯარა" (Window)¶
- ახალი ფანჯარა (New Window)
შექმენი ახალი ფანჯარა მიმდინარე ფანჯრის დაკოპირებით.
- ახალი მთავარი ფანჯარა (New Main Window)
შექმენი ახალი ფანჯარა თავისი საკუთარი სამუშაო სივრცითა და სცენის არჩევანით.
- სრული ეკრანის გადართვა (Toggle Window Fullscreen)
გადართე აქტიური ფანჯრის სრულ ეკრანზე ჩვენების რეჟიმი.
- მომდევნო სამუშაო სივრცე (Next Workspace)
გადაინაცვლე მომდევნო სამუშაო სივრცეზე.
- წინა სამუშაო სივრცე (Previous Workspace)
გადაინაცვლე უწინდელ სამუშაო სივრცეზე.
- სტატუსის ზოლის ჩვენება (Show Status Bar)
აირჩიე, უნდა იყოს თუ არა სტატუსის ზოლი ფანჯრის ძირში ეკრანზე ასახული.
- ეკრანის ანაბეჭდის შენახვა (Save Screenshot)
გადაიღე ბლენდერის მიმდინარე ფანჯრის სურათი. ეკრანის ანაბეჭდის შენახვის ადგილის ასარჩევად ფაილების ბრაუზერი გაიხსნება.
- ეკრანის ანაბეჭდის შენახვა (რედაქტორი) (Save Screenshot (Editor))
გადაიღე მონიშნული რედაქტორის სურათი. აირჩიე რედაქტორი ოპერატორის გამოძახების შემდეგ LMB (თაგვის მარცხენა კლავიშით) დაწკაპუნებით მისი არის ფარგლებში. ეკრანის ანაბეჭდის შენახვის ადგილის ასარჩევად ფაილების ბრაუზერი გაიხსნება.
მენიუ "დახმარება" (Help)¶
სამუშაო სივრცეები¶
ჩანართების ეს წყება გამოიყენება სამოძრაოდ სამუშაო სივრცეთა შორის, რომლებიც არსებითად ფანჯრების წინასწარ განსაზღვრული განლაგებებია.
სცენები და შრეები¶
ეს მონაცემთა ბლოკების მენიუები გამოიყენება მიმდინარე სცენისა და ხედის შრის ასარჩევად.