კვანძი "შეკვრის საგნის გამოტანა" (Get Bundle Item)

კვანძი "შეკვრის საგნის გამოტანა" (Get Bundle Item)

კვანძ შეკვრის საგნის გამოტანას სტრიქონული მისამართის მეშვეობით გამოაქვს შეკვრაში შენახული მნიშვნელობა. შეკვრები ჰეტეროგენულ მონაცემთა დასაჯგუფებლად გამოიყენება და ეს კვანძი ამგვარ სტრუქტურებში ინდივიდუალურ ელემენტებზე წვდომას უზრუნველყოფს.

თუ მოთხოვნილი მისამართი შეკვრაში არ არსებობს, ნაგულისხმები მნიშვნელობა ბრუნდება და გამონატანი სახელად არსებობს მცდარ მნიშნელობაზე დაყენდება.

შენატანები

შეკვრა (Bundle)

შემავალი შეკვრა, რომლიდანაც უნდა განხორციელდეს მონაცემების ამოღება.

მისამართი / ტრაექტორია (Path)

მისამართი, რომელიც შეკვრაში მოთავსებულ საგანს აიდენტიფიცირებს. მისამართები დახრილი ხაზით დაყოფილი სახით იწერება, რათა სხვა შეკვრებში ჩადებული შეკვრები წარმოადგინოს (მაგ., settings/size, ან attributes/color).

მოცილება (Remove)

როცა ეს ჩართულია, ამოღებული საგანი გამონატან შეკვრაში გატარებამდე თავისი შეკვრიდან მოცილდება.

თვისებები (Properties)

ბუდის ტიპი (Socket Type)

ამოღებული საგნის მონაცემთა ტიპი. ამით დგინდება, თუ რა ტიპის იქნება გამომავალი ბუდე სახელად საგანი.

ფორმა (Shape)

განსაზღვრავს საგნის შენატანის მიერ მხარდაჭერილ მონაცემთა სტრუქტურას, მაგალითად, ცალი მნიშვნელობა, ველი, ან ბადე. ფორმით დგინდება, თუ როგორ ცდება მონაცემთა შეფასება და კვანძთა ქსელში გადაცემა.

ეს ვარიანტი გვერდითა ზოლშია ხელმისაწვდომი.

გამონატანები

შეკვრა (Bundle)

ამოღებული საგნის შესაძლო მოცილების შემდეგ მიღებული გამომავალი შეკვრა.

საგანი (Item)

მითითებულ მისამართზე მდებარე შეკვრიდან ამოღებული მნიშვნელობა. თუ მისამართი არ არსებობს, ნაწარმი არჩეული ბუდის ტიპის ნაგულისხმები მნიშვნელობა იქნება.

არსებობს (Exists)

თუ მოცემულ მისამართზე საგანი მოძიებულია, გამოაქვს ჭეშმარიტი მნიშვნელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში – მცდარი.