კვანძი "შეკვრის განცალკევება" (Separate Bundle)¶
შეკვრის განცალკევების კვანძს შეკვრიდან ინდივიდუალური მნიშვნელობები გამოაქვს. თითოეული გამონატანი შეკვრის რომელიმე ელემენტს შეესაბამება და თავისი ბუდის სახელით იდენტიფიცირდება.
ეს კვანძი კომბინირებული კვანძის კვანძის საპირისპიროა და როგორც წესი, მანამდე დაჯგუფებული სტრუქტურული მონაცემების გამოსატანად გამოიყენება.
შენატანები¶
- შეკვრა (Bundle)
შემავალი შეკვრა, რომელიც ყველა დაჯგუფებულ მნიშვნელობას შეიცავს.
თვისებები (Properties)¶
თვისებები გვერდითა ზოლის კვანძის ჩანართიდანაა ხელმისაწვდომი.
- ბუდეების სინქრონირება (Sync Sockets)
ანახლებს ამჟამინდელ კვანძს, რათა დაკავშირებული კვანძების ბუდის სიგნატურას უკეთ შეესაბამებოდეს. ეს ფუნქცია სახელის გადარქმების, ბუდეების დამატების, ან მოცილების შემდეგ უნდა გამოიყენო.
- სიგნატურის განსაზღვრა (Define Signature)
ბლოკავს ელემენტთა აქტუალურ სიასა და ტიპებს, რათა კვანძების ჯგუფთა გამოქვეყნებისას ინტერფეისები დაასტაბილუროს. როცა ჩართავ, საგნების ჩამატება/ამოღება ამ ოპციის გამორთვამდე გაითიშება.
შეკვრის საგნები (Bundle Items)¶
- შეკვრის საგნების სია
ასახავს შეკვრის თითო ელემენტზე თითო ჩანაწერს. სახელის გადასარქმევად ორჯერ დააწკაპუნე.
- საგნის დამატება (Add Item)
დაუმატე შეკვრას ახალი ბუდე.
- საგნის მოცილება (Remove Item)
წაშალე მონიშნული ბუდე.
- ტიპი (Type)
მონაცემთა ტიპი მონიშნული საგნისთვის (მაგ., წილადნიშნა, ვექტორი, გეომეტრია, ობიექტი, შეკვრა). მნიშვნელობათა ტიპების შემთხვევაში ნაჩვენებია ნაგულისხმები მნიშვნელობის სამართავი და გამოიყენება იქ, სადაც ბუდე შეუერთებელია.
გამონატანები¶
ამ კვანძს გამონატანის ბუდეთა დინამიკური წყება გააჩნია. თითოეულ ბუდეს შესაბამისი შეკვრის საგნის მნიშვნელობა გამოაქვს, და ამისთვის საგნის შეკვრაშ განსაზღვრულ სახელსა და ტიპს იყენებს.