ჩაკეტვის შეფასება (Evaluate Closure)

კვანძი "ჩაკეტვის შეფასება" (Evaluate Closure)

ჩაკეტვის შეფასების კვანძი დაკავშირებული ჩაკეტვის ზონის გაშვებას ანხორციელებს. იგი ჩაკეტვის გამოძახების ადგილის როლს ასრულებს, მისი შინაგანი კვანძის გრაფიკს უშვებს და ნაწარმ მნიშვნელობებს აბრუნებს.

ჩაკეტვები კვანძების დინამიკურ და მორგებად ჯგუფებს ხდიან ხელმისაწვდომს და ამისათვის მომხმარებელს სხვა კვანძოვან ხეში პროცედურული ლოგიკის გადაცემის საშუალებას აძლევენ. როცა კვანძი ჩაკეტვის შეფასება სრულდება, მასთან დაკავშირებული ჩაკეტვა მიმდინარე კონტექსტში ფასდება და მისი შემავალი და გამომავალი ბუდეების დაკავშირება სახელების მიხედვით ხდება.

ჩაკეტვის შეფასების კვანძის გამოყენების გავრცელებულ შემთხვევებში შედის:

  • მომხმარებლის მიერ განსაზღვრული ქცევის დაშვება პროცედურულ სისტემებში (მაგ., მორგებული გაბნევა, განთავსების წესები, ან შეფერადების ლოგიკა).

  • ლოგიკის შეყვანა მრავალჯერ გამოყენებად კვანძთა ჯგუფებში მაღალი დონის ეფექტებისთვის.

  • ნებაყოფლობითი მორგების შენატანთა მიწოდება კვანძებზე დაფუძნებული, მაღალი დონის ხელსაწყოებისთვის.

შენატანები

ჩაკეტვა (Closure)

შესაფასებელი ჩაკეტვა. ეს შენატანი იღებს კავშირს ჩაკეტვის ზონიდან. თუ ჩაკეტვა დაუკავშირებელია, კვანძი გატარების რეჟიმში მუშაობს (იხ. ქვემოთ).

ინტერფეისი (Interface)

კვანძს შეუძლია, მანუალურად განსაზღვროს დამატებითი შენატანები, რომელთა შესაბამისი შენატანებიც დაკავშირებულ ჩაკეტვაში სახელის მიხედვით იძებნება. ჩაკეტვის დაკავშირებისას ეს ბუდეები ავტომატურად სინქრონირდება, რათა ჩაკეტვის განსაზღვრული ინტერფეისი ასახოს.

თვისებები (Properties)

ჩაკეტვის შეფასების კვანძს ფუნქციონალური თვისებები არა აქვს, მაგრამ მისი შენატანისა და გამონატანის ინტერფეისის მართვა გვერდითა ზოლში მდებარე კვანძის ჩანართიდან შეიძლება.

ბუდეების სინქრონირება (Sync Sockets)

ანახლებს ამჟამინდელ კვანძს, რათა დაკავშირებული კვანძების ბუდის სიგნატურას უკეთ შეესაბამებოდეს. ეს ფუნქცია სახელის გადარქმების, ბუდეების დამატების, ან მოცილების შემდეგ უნდა გამოიყენო.

სიგნატურის განსაზღვრა (Define Signature)

კვანძს სიგნატურის განმსაზღვრელად აღნიშნავს, რომელიც ჩაკეტვის სხვა კვანძებმა უნდა გამოიყენონ. უზრუნველყოფს მონათესავე ჩაკეტვებში შენატანებისა და გამონატანების განსაზღვრებათა თანმიმდევრულობას.

შემავალი საგნები (Input Items)

შენატანთა ბუდეების სია

ჩაკეტვაში განსაზღვრულ თითო ბუდეზე თითო ჩანაწერს ასახავს. სახელის გადასარქმევად ორჯერ დააწკაპუნე.

საგნის დამატება (Add Item)

დაამატე ჩაკეტვის ინტერფეისს შენატანის ახალი ბუდე.

საგნის მოცილება (Remove Item)

წაშალე შენატანის მონიშნული ბუდე.

ტიპი (Type)

მონაცემთა ტიპი მონიშნული ბუდისთვის მაგ., წილადნიშნა, ვექტორი, გეომეტრია, ობიექტი, შეკვრა). როცა ბუდის კავშირი წყდება, მნიშვნელობათა ტიპებისთვის ჩნდება და გამოიყენება ნაგულისხმები მნიშვნელობის ველი.

ფორმა (Shape)

განსაზღვრავს საგნის შენატანის მიერ მხარდაჭერილ მონაცემთა სტრუქტურას, მაგალითად, ცალი მნიშვნელობა, ველი, ან ბადე. ფორმით დგინდება, თუ როგორ ხდება მონაცემთა შეფასება და შეკვრაში შენახვა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბუდის ფორმა.

გამომავალი ელემენტები (Output Items)

გამომავალი ბუდეების სია

გამონატანის ყოველი ბუდეზე თითო ჩანაწერს აჩვენებს. სახელის გადასარქმევად ორჯერ დააწკაპუნე.

საგნის დამატება (Add Item)

დაამატე კვანძს გამონატანის ახალი ბუდე.

საგნის მოცილება (Remove Item)

წაშალე მონიშნული გამომავალი ბუდე.

ტიპი (Type)

მონაცემთა ტიპი მონიშნული ბუდისთვის მაგ., წილადნიშნა, ვექტორი, გეომეტრია, ობიექტი, შეკვრა). როცა ბუდის კავშირი წყდება, მნიშვნელობათა ტიპებისთვის ჩნდება და გამოიყენება ნაგულისხმები მნიშვნელობის ველი.

გამონატანები

ჩაკეტვის შეფასების კვანძის გამონატანები მის ამჟამინდელ კონფიგურაციაზეა დამოკიდებული:

  • როცა ჩაკეტვა დაკავშირებულია -- თითოეული გამონატანი ჩაკეტვის ზონის იმავე სახელის მქონე გამომავალ ბუდეს შეესაბამება.

  • როცა არცერთი ჩაკეტვა არაა დაკავშირებული -- გამონატანები ხელით განისაზღვრება გვერდითა ზოლის გამომავალი ელემენტების განყოფილების მეშვეობით.

ქცევა

შესრულებისას ეს კვანძი დაკავშირებული ჩაკეტვის შინაგან კვანძთა გრაფიკს აფასებს. ყველა შემავალი მნიშვნელობა სახელის მიხედვით გადაეცემა ჩაკეტვას და შედეგად მიღებული მნიშვნელობები შესაბამისი გამონატანების მეშვეობით ბრუნდება.

თუ არცერთი ჩაკეტვა არაა დაკავშირებული, ან თუ კვანძი ჩახშობილია, ჩაკეტვის შეფასება ავტომატურად, სახელის მიხედვით გაივლის ყველა შესაბამის შენატანსა და გამონატანს. ეს გატარების რეჟიმი ჩაკეტვას ნებაყოფლობითს ხდის და კვანძების ჯგუფებს საშუალებას აძლევს, მის გარეშეც კი იფუნქციონირონ.

შეფასება კვანძოვანი ხის ლოკალურ კონტექსტში ჩნდება იქ, სადაც ჩაკეტვის შეფასება იმყოფება, და მემკვიდრეობით იღებს რელევანტურ ველებს, ატრიბუტებსა და გეომეტრიულ მონაცემებს.

გამოყენება

კვანძი ჩაკეტვის შეფასება ჩვეულებრივ, იმისთვის გამოიყენება, რომ კვანძთა ჯგუფი ნაწილობრივ მორგებადი გახადოს და, ამავდროულად, სტაბილური, მრავალჯერ გამოყენებადი სტრუქტურა შეინარჩუნოს.

მაგალითად, ლანშაფტის გენერატორს შეუძლია, ჩაკეტვის შეფასება იმისთვის გამოიყენოს, რომ დაადგინოს, როგორ უნდა გადანაწილდეს ხეები ტერიტორიაზე:

  1. გენერატორის ჯგუფში ხეების ფიქსირებული განთავსების ლოგიკა ჩაკეტვის შეფასების კვანძით ჩაანაცვლე.

  2. გამოაჩინე ჩაკეტვის შენატანი ჯგუფის ინტერფეისში.

  3. მთავარ კვანძოვან ხეში დააკავშირე ჩაკეტვის ზონა, რითაც განსაზღვრავ ხეების დისტრიბუციის სასურველ სახეს.

ჩაკეტვის ყოველი შეფასებისას, დაკავშირებული კვანძების გრაფიკი ლანდშაფტის გენერატორის კონტექსტში გაეშვება და მორგებულ ნაწარმს მოგვცემს.

../../../_images/nodes_closure_example.png

მაგალითი: ხის მორგებული დისტრიბუცია ჩაკეტვის შეფასების გამოყენებით.

ბუდეების დასინქრონირება

ჩაკეტვები შენატანებისა და გამონატანების სწორად დასაკავშირებლად ბუდეების სახელთა დამთხვევაზეა დამოკიდებული. თუ დაკავშირებულ ჩაკეტვის ზონასა და ჩაკეტვის შეფასებას შეუსაბამო სიგნატურები აქვთ, ბლენდერს შეუძლია, ავტომატურად დაასინქრონიროს ისინი.

  • როცა ჩაკეტვის შაბლონი განსხვავებულია, ჩნდება სინქრონირების ხატულა.

  • ხატულაზე დაწკაპუნება ბუდეებს განაახლებს და დაკავშირებულ ჩაკეტვას შეუსაბამებს.

  • ჩაკეტვის პირველი დაკავშირების დროს ავტომატური სინქრონირება ხდება.

  • ამის შემდეგ, მონაცემთა დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, არსებული ბუდეები აღარასოდეს მოდიფიცირდება.

შეზღუდვები

  • როცა ჩაკეტვების შეფასება რამდენიმე კონტექსტში ხდება, დამთვალიერებელმა და საინსპექციო კვანძებმა შეიძლება, ზუსტი მნიშვნელობები ვერ აჩვენოს.

  • დაფიქსირებული გარეგანი მნიშვნელობები არარედაქტირებადი და შეფასების ფარგლებში მათი მოდიფიცირება შეუძლებელია.

  • ამჟამად ჩაკეტვებს არ აქვთ საკუთარი შეფასების კონტექსტის გარეთ ატრიბუტებსა და მონაცემებზე წვდომა.