შესავალი¶
მოდელირებისა და ანიმაციის გარდა ბლენდერის გამოყენება ვიდეოების რედაქტირებისთვისაც შეიძლება. ამისათვის ორი შესაძლო მეთოდი არსებობს: ერთი კომპოზიტორია და მეორე, რომელიც ამ თავშია აღწერილი - ვიდეო სეკვენსერი (Video Sequencer). ბლენდერის ვიდეო სეკვენსერი ვიდეოს რედაქტირების სრულყოფილი სისტემაა, რომელიც რამდენიმე ვიდეო არხის კომბინირებისა და მათზე ეფექტების დამატების საშუალებას გაძლევს. ამ ეფექტების მეშვეობით გადასარევი ვიდეოების შექმნა შეგიძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბლენდერის ანიმაციის ძალასაც გამოიყენებ!
ვიდეო სეკვენსერის გამოსაყენებლად უნდა ჩატვირთო და ჩაამწკრივო რამდენიმე ვიდეო კლიპი (ზოგ შემთხვევაში პირგადადებით დაალაგო), და დაამატო ქრობის ეფექტები და გადასვლები, რათა ერთი კლიპის ბოლო მეორის დასაწყისს დაუკავშირო. ბოლოს შეგიძლია, აუდიო დაამატო და ვიდეო თანამიმდევრობის დროში განაწილება მასთან დაასინქრონირო.
ვიდეოს რედაქტირების ეკრანის ნაგულისხმები განლაგება.¶