სარკისებური მონიშვნა (Select Mirror)

მითითება

რეჟიმი (Mode):

რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)

მენიუ:

მონიშვნა ‣ სარკისებური მონიშვნა (Select ‣ Select Mirror)

მალსახმობი:

Shift-Ctrl-M

მონიშვნა მეშის მოპირდაპირე მხარეზე გადააქვს.

ვარიანტები (Options)

ღერძი (Axis)

ლოკალური ღერძი, რომლის ირგვლივაც უნდა მოხდეს სარკისებური ასახვა. მეშის სათავე ცენტრალურ წერტილად გამოიყენება.

განვრცობა (Extend)

მიამატე მონიშვნას, ჩანაცვლების მაგივრად.

../../../_images/modeling_meshes_selecting_mirror_extend.png

მარცხნიდან მარჯვნივ: თავდაპირველი მონიშვნა -- X ღერძზე გასარკისებურება -- განვრცობით.

Shift-ის დაჭერით შესაძლებელია რამოდენიმე ღერძის მონიშვნა. თუ განვრცობა გამორთულია, ამ გზით მოხდება ერთდროული გასარკისებურება ყველა ღერძის კომბინაციაზე. თუ განვრცობა ჩართულია, გასარკისებურება ღერძთა თითოეულ შესაძლო კომბინაციაზე მოხდება.

../../../_images/modeling_meshes_selecting_mirror_axis-xz-extend.png

მარცხნიდან მარჯვნივ: თავდაპირველი მონიშვნა -- გასარკისებურება X და Z ღერძებზე -- განვრცობით.