სტატუსის ზოლი

სტატუსის ზოლი ბლენდერის ფანჯრის ძირში მდებარეობს და ასახავს კონტექსტურ ინფორმაციას, როგორიცაა კლავიატურის მალსახმობები, შეტყობინებები და სტატისტიკური მონაცემები. სტატუსის ზოლი შეიძლება, დაიმალოს ფანჯრის მენიუში სტატუსის ზოლის ჩვენების გათიშვით, ან ზოლის ზედა კიდის ქვემოთ ჩამოთრევით.

../../_images/interface_window-system_status-bar_ui.png

სტატუსის ზოლი.

კლავიშრუკის ინფორმაცია

სტატუსის ზოლის მარცხენა მხარე აჩვენებს თაგვის ღილაკების მალსახმობებსა და აქტიური ხელსაწყოს კლავიშრუკას. ხელსაწყოთა ზოლის მქონე რედაქტორებში Alt (ან macOS-ზე Option) ღილაკზე დაჭერა სასურველი ხელსაწყოს შეცვლისთვის საჭირო ცხელ კლავიშებს აჩვენებს.

რჩევა

ამ ფუნქციის გათიშვა შესაძლებელია კლავიშრუკის სასურველ პარამეტრებში Alt დაწკაპუნებით ხელსაწყოს გააქტიურების საშუალებით.

../../_images/interface_window-system_status-bar_ui-left.png

შეტყობინებები სტატუსის შესახებ

სტატუსის ზოლის შუა ნაწილი ასახავს ინფორმაციას მიმდინარე ოპერაციების შესახებ.

../../_images/interface_window-system_status-bar_ui-center.png
მიმდინარე დავალება

აჩვენებს ამჟამად მიმდინარე დავალების პროგრესს (მაგალითად, დარენდერების, ან ცხობის). პროგრესის ზოლზე თაგვის ისრის მიტანა სავარაუდო დროს აჩვენებს. დავალების შესრულების შეწყვეტა შესაძლებელია გაუქმების ღილაკზე დაწკაპუნებით ().

პატაკის შეტყობინება

ინფორმაციული შეტყობინებები, ან გაფრთხილებები, მაგალითად, ფაილის შენახვის შემდეგ. ეს შეტყობინებები მალე ქრება. მათზე დაწკაპუნება აჩვენებს სრულ შეტყობინებას ინფო რედაქტორში.

ინფორმაცია რესურსის შესახებ

სტატუსის ზოლის მარჯვენა მხარე აჩვენებს ინფორმაციას ბლენდერის ინსტანციის შესახებ. სტატუსის ზოლზე მარჯვ.ღ.-ის დაწკაპუნების, ან სასურველი პარამეტრების მეშვეობით შეგიძლია, აირჩიო, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს ნაჩვენები.

../../_images/interface_window-system_status-bar_ui-right.png
სცენის სტატისტიკა

აჩვენებს ინფორმაციას აქტიური სცენის მონაცემების შესახებ.

  • კოლექცია (Collection): აქტიური კოლექციის სახელი.

  • აქტიური ობიექტი (Active Object): აქტიური მონიშნული ობიექტის სახელი.

  • გეომეტრია (Geometry): ინფორმაცია მიმდინარე სცენის შესახებ, რეჟიმისა და ობიექტის ტიპის მიხედვით. ეს შეიძლება, იყოს წვეროების, წახნაგების, სამკუთხედების, ან ძვლების რაოდენობა.

  • ობიექტები (Objects): მონიშნული ობიექტებისა და ობიექტთა სრული რაოდენობის რიცხვი.

სცენის ხანგრძლივობა

აჩვენებს დაკვრის სრულ დროს, მიმდინარე კადრის ნომერსა და კადრთა სრულ რაოდენობას. ხანგრძლივობის ტექსტის ფორმატს დროის კოდირების სტილი განსაზღვრავს.

სისტემური მეხსიერება

აჩვენებს ბლენდერი მიერ RAM-ის სავარაუდო მოხმარებას. ერთ ინსტანციიანი და ერთ-აპარატიანი სცენარის შემთხვევაში ეს ვარაუდი იძლევა აპარატურის ლიმიტთან დაკავშირებულ აზომვებს.

გაფართოებების განახლებები

აჩვენებს ხელმისაწვდომი განახლებების მქონე გაფართოებათა რაოდენობას.

ბლენდერის ვერსია

აჩვენებს ამჟამად გაშვებული ბლენდერის ვერსიის ნომერს.