შესავალი

აქ არის ზოგიერთი პარამეტრი, რომელთა დაყენებაც თავიდანვე ჯობია. ხელმისაწვდომი ანაწყობების სრული სიისთვის იხ. სასურველი პარამეტრების განყოფილება. სასურველი პარამეტრების რედაქტორის სწრაფად გასახსნელად შეიძლება მალსახმობის Ctrl-მძიმე გამოყენება.

სასურველი პარამეტრების ავტომატური შენახვა (Auto-Save Preferences)

ბლენდერის ინსტალაცია ნაგულისხმებად არის დაყენებული სასურველ პარამეტრებში შეტანილი ცვლილებების შენახვაზე, რათა შენს მიერ შეტანილი ცვლილება შემთხვევით არ დაგეკარგოს. ამ ქცევის გასათიშად განახორციელე შემდეგი ნაბიჯები:

  1. გახსენი სასურველი პარამეტრების (Preferences) დიალოგური ფანჯარა

  2. დააწკაპუნე ქვემოთ, მარცხნივ მდებარე პატარა მენიუზე (სამი ხაზითაა ნაჩვენები)

  3. მოხსენი აღნიშვნა უჯრას "სასურველი პარამეტრების ავტომატური შენახვის" ("Auto-Save Preferences") გვერდით

  4. დააწკაპუნე ღილაკს "სასურველი პარამეტრების შენახვა" ("Save Preferences"), რომელიც დიალოგური ფანჯრის ქვედა მარცხენა ნაწილში გამოჩნდება. ეს ნაბიჯი არ გამოგრჩეს, თორემ ცვლილება არ შეინახება.

ავტომატური შენახვის კვლავ ჩასართავად უბრლოდ, მიჰყევი ზემოთ ჩამოთვლილ 1-3 ნაბიჯებს და გაუკეთე მე-3 ნაბიჯში ნახსენებ უჯრას აღნიშვნა.

ენა (Language)

ჩართე რედაქტირება ‣ სასურველი პარამეტრები ‣ ინტერფეისი ‣ ენა (Edit ‣ Preferences ‣ Interface ‣ Language), და აირჩიე ენა და რომელი ელემენტები უნდა ითარგმნოს მასზე შემდეგი სიიდან: ინტერფეისი (Interface), მინიშნებები (Tooltips), პატაკები (Reports) და ახალი მონაცემები (New Data).

დეტალებისთვის იხ. ენა (Language).

შენატანი (Input)

თუ გაქვს კომპაქტური კლავიატურა განცალკევებული ციფრული განყოფილების გარეშე, ჩართე სასურველი პარამეტრები ‣ შენატანი ‣ კლავიატურა ‣ ციფრული კლავიატურის ემულაცია (Preferences ‣ Input ‣ Keyboard ‣ Emulate Numpad). ეს გაძლევს 3D ხედის მალსახმობებს, რომლებიც რეგულარულად გამოიყენება ციფრულ კლავიატურაზე.

თუ თაგუნას შუა კლავიში არ გაქვს, შეგიძლია, ჩართო სასურველი პარამეტრები ‣ შენატანი ‣ თაგვი ‣ 3 ღილაკიანი თაგვის ემულაცია (Preferences ‣ Input ‣ Mouse ‣ Emulate 3 Button Mouse). ეს გაძლევს ორბიტირების საშუალებას Alt, ან OSKey ღილაკის დაჭერით და მაუსის გათრევით.

ამ ვარიანტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურირება და ასევე, ნახე შენატანის სასურველი პარამეტრები მათი ანაწყობების კონფიგურირების შესახებ დეტალებისთვის.

ფაილი და მისამართები

ლოკაციაზე სასურველი პარამეტრები ‣ ფაილების მისამართები შეგიძლია, დააყენო ისეთი ვარიანტები, როგორებიცაა გამოსაყენებელი გამოსახულების რედაქტორი (Image Editor) (მაგ.: GIMP, Krita...) და ანიმაციის დამკვრელი (Animation Player).

დროებითი დირექტორია sაყენებს ადგილს, სადაც დროებით რენდერები, ავტომატური შენახვები და სხვა მსგავსი ფაილები უნდა თავსდებოდეს.

რჩევა

სიმბოლო // ბლენდერში თითოეული მისამართის დასაწყისში ნიშნავს, რომ ეს არის ამჟამად გახსნილი blend-ფაილის დირექტორია, გამოიყენება შეფარდებითი მისამართების მისათითებლად.

დეტალებისთვის იხ. ფაილების სასურველი პარამეტრები.

შენახვა და ჩატვირთვა (Save & Load)

თუ შენი blend-ფაილების წყაროს ენდობი, შეგიძლია, ჩართო Python-ის სკრიპტების ავტომატურად გაშვება (Auto Run Python Scripts). ეს ვარიანტი იმისთვის არსებობს, რომ დაგიცვას სხვის blend-ფაილებში არსებული, ბოროტი განზრახვით შექმნილი Python სკრიპტებისგან. ბევრ მომხმარებელს ეს ვარიანტი ჩართული აქვს, რადგან რთულ დარიგვა ხშირად რაიმე სახის სკრიპს იყენებს. სიფრთხილე გამოიჩინე, ვინაიდან და რადგანაც ეს გლობალური ანაწყობია, მას შეუძლია, არასანდო წყაროდან აღებული, პოტენციალური ზიანის მომტანი Python კოდის გაშვება დაუშვას.

იხილე შენახვა და ჩატვირთვის (Save & Load) Python-ის სკრიპტების ავტომატურად გაშვების სასურველი პარამეტრი.