მრავალკუთხას აგება (Poly Build)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- ხელსაწყო (Tool):
()
მრავალკუთხას აგება მეშის დამარედაქტირებელ რამდენიმე ხელსაწყოს აერთიანებს, რაც უფრო სწრაფად მუშაობის საშუალებას გაძლევს. იგი განსაკუთრებით გამოსადეგია რეტოპოლოგიისთვის.
ხელსაწყოს ანაწყობები (Tool Settings)¶
- ოთხკუთხედების შექმნა (Create Quads)
ისეთი ახალი სამკუთხედის შექმნისას, რომელსაც უკვე არსებულ სამკუთხედთან საერთო წიბო აკავშირებს, ეს წიბო ავტომატურად განქარწყლდება და შედეგად ოთხკუთხედი დაგრჩება.
სამართავები¶
- გეომეტრიის დამატება Ctrl-მარცხ.ღ.
თაგუნას კურსორთან ქმნის ახალ წვეროს. შემდეგ, ამ ახალი წვეროსა და უახლოესი არსებული წიბოს გამოყენებით ქმნის სამკუთხედს. თუ არსებულ წიბოს უკვე გაჩნია ორი მომიჯნავე წახნაგი, მაშინ ახალ წიბოს ქმნის ახალი და უახლოესი არსებული წვეროების გამოყენებით. Ctrl-ის დაჭერით შესაძლებელია შედეგის წინასწარ ნახვა ლურჯ ფერში.
- გეომეტრიის წაშლა Shift-მარცხ.ღ.
განაქარწყლებს წვეროს/შლის წახნაგს, რომელიც კურსორის ქვეშ მდებარეობს. Shift-ის დაჭერა სამიზნე ელემენტს წითლად გამოყოფს.
- წვეროების გადაადგილება მარცხ.ღ.
წვეროს გადაადგილება შესაძლებელია კურსორის მოჭიდებითა და გათრევით.
- წიბოების ამოყვანა მარცხ.ღ.
შეგიძლია, კურსორის მოჭიდებითა და გათრევით წიბოდან ოთხკუთხედი ამოიყვანო.
რჩევა
წვეროების კომბინირებაზე მუშაობისას სასარგებლოა მიკვრისა-ისა და ავტომატური შერწყმის ჩართვა.