გახლეჩა (Split)

გახლეჩის მენიუ ჩამოსაშლელი პანელის სახითაა ხელმისაწვდომი, Alt-M-ზე დაჭერით.

ეს ოპერატორები წახნაგთა ურთიერთკავშირების წყვეტის მეშვეობით მეშების გახლეჩისთვისაა. უშუალოდ წახნაგების უფრო მცირე წახნაგებად დაყოფისთვის იხ. დანისმიერი ტოპოლოგიის ხელსაწყოს, ან წეროების დაკავშირების გზის ოპერატორი.

მონიშნულის მოხლეჩა

მითითება

რეჟიმი (Mode):

რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)

მენიუ:

მეში ‣ გახლეჩა ‣ მონიშვნა (Mesh ‣ Split ‣ Selection)

მალსახმობი:

Y

მეშს მონიშნული წახნაგების ზღვართან ჭრის. ამის შემდეგ შესაძლებელია წახნაგების სადმე სხვაგან გადატანა.

ამ ოპერატორს "მავთულების" (წიბოების, რომლებიც წახნაგის ნაწილს არ წარმოადგენს) გარემოსთან კავშირთა გაწყვეტაც შეუძლია. ხოლო მისი იმ წიბოებზე გამოყენება, რომლებიც არის წახნაგების ნაწილი, უბრალოდ, დაადუბლირებს მათ.

../../../../_images/modeling_meshes_editing_mesh_split_selection.png

შიდა წახნაგების გარემოსთან კავშირის გაწყვეტა.

ასევე იხილეთ

განცალკევების ოპერატორი მონიშნულს დანარჩენი ნაწილიდან აძრობს და ახალ მეშის ობიექტად აქცევს.

წიბოთა მიმდებარე წახნაგების გახლეჩა

მითითება

რეჟიმი (Mode):

რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)

მენიუ:

მეში ‣ გახლეჩა ‣ წიბოთა მიმდებარე წახნაგები (Mesh ‣ Split ‣ Faces by Edges)

მონიშნული წიბოების გასწვრივ ჭრის მეშს. ამის შემდეგ შესაძლებელია წვეროთა განცლაკევება და ხვრელის შექმნა.

../../../../_images/modeling_meshes_editing_mesh_split_faces-by-edges.png

გახლეჩა მონიშნული წიბოებით.

ასევე იხილეთ

წვეროების მორღვევა ასევე ჩამოჭრის მეზობლად მდებარე მოუნიშნავ წიბოებს.

წახნაგებისა და წიბოების გახლეჩა წვეროების მიხედვით

მითითება

რეჟიმი (Mode):

რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)

მენიუ:

მეში ‣ გახლეჩა ‣ წვეროთა მიმდებარე წახნაგები და წიბოები (Mesh ‣ Split ‣ Faces & Edges by Vertices)

თითოეული მონიშნული წვეროს ყველა მეზობელი წიბოს გასწვრივ ჭრის მეშს. ეს განსხვავდება წვეროების მორღვევისგან, რომელიც მხოლოდ თითო წვეროზე ორ-ორ წიბოს კვეთს.

ამის შემდეგ შესაძლებელია წვეროთა განცლაკევება და ხვრელის შექმნა.

../../../../_images/modeling_meshes_editing_mesh_split_faces-and-edges-by-vertices.png

გახლეჩა მონიშნული წვეროებით.