ჩანართები და პანელები¶
ჩანართები¶
ზემოთ: თარაზული ჩანართის კოლონტიტული ზედა ზოლში. ქვემოთ: შვეული ჩანართის კოლონტიტული თვისებებში ჩანართების ხატულებს აჩვენებს.¶
ჩანართები მომხმარებლის ინტერფეისში განყოფილებათა თანაკვეთების საკონტროლებლად გამოიყენება. ჩანართები ჩანართის კოლონტიტულშია აღნუსხული, რომელიც შეიძლება, ან თარაზული იყოს, ან შვეული.
გამოცვლა/ციკლირება¶
შვეული ჩანართების შეცვლა Ctrl-გორგოლაჭი-თ შეიძლება ჩანართის ფარგლებში ნებისმიერი ადგილიდან. ასევე, შეგიძლია ჩანართებს შორის ციკლირება Ctrl-Tab-ითა და Shift-Ctrl-Tab-ით, ან მარცხ.ღ.-ს დააჭირე და თაგვი ჩანართების კოლონტიტულების ხატულებს გადაატარე. Numpadწერტილი-ს დაჭერა აქტიურ ჩანართზე გადაგიყვანს, თუ ეს უკანასკნელი ხედში არაა მოქცეული.
გაითვალისწინე, რომ ეს მალსახმობები სამუშაო სივრცის ჩანართებს არ ეხება, იხ. სამუშაო სივრცის სამართავები.
პანელები¶
პანელები თვისებებში.¶
პანელი ყვითლადაა გამოყოფილი, ხოლო ქვეპანელი - წითლად.
მომხმარებლის ინტერფეისის უმცირესი ორგანიზაციული ერთეული პანელია. პანელის კოლონტიტული პანელის კოლონტიტულს აჩვენებს. ის ყოველთვის ჩანს. ზოგიერთი პანელი ქვეპანელებსაც შეიცავს.
ჩაკეცვა და გაფართოება¶
პანელი შეიძლება, გაფართოვდეს, რათა მისი შიგთავსი გამოჩნდეს, ან შიგთავსის დასამალად ჩაიკეცოს. ჩამოშლილი პანელი თავის კოლონტიტულში ქვემოთ მიმართული ისრით (▼) აღინიშნება, ხოლო ჩაკეცილი პანელი - მარჯვენა ისრით (►).
პანელის კოლონტიტულზე მარცხ.ღ.-ის დაწკაპუნება პანელს კეცავს, ან ჩამოშლის.
A-ზე დაჭერა თაგვის ისრის ქვეშ მყოფ პანელს ჩამოშლის/კეცავს.
ჩაკეცილი პანელის კოლონტიტულზე Ctrl-მარცხ.ღ.-ით დაწკაპუნება მას ჩამოშლის და ყველა დანარჩენს ჩაკეცავს.
ჩამოშლილი პანელის კოლონტიტულზე Ctrl-მარცხ.ღ.-ით დაწკაპუნება მის ყველა ქვეპანელს ჩამოშლის/ჩაკეცავს.
კოლონტიტულებზე მარცხ.ღ.-ით გათრევა ერთდროულად რამოდენიმეს ჩამოშლის, ან ჩაკეცავს.
პოზიცია (Position)¶
შეგიძლია, მონაკვეთის ფარგლებში შეცვალო პანელის პოზიცია, მისი კოლონტიტულის მარჯვენა მხარეს მოთავსებულ ჩასაჭიდებელ ვიჯეტზე (::::) დაწკაპუნებითა და გათრევით.
დამაგრება¶
ზოგჯერ სხვადასხვა ჩანართების პანელთა ერთდროულად ნახვაა საჭირო. მაგალითად, კამერის თვისებებზე წვდომა, როცა სხვა ობიექტებია მონიშნული. ეს პრობლემა პანელების დამაგრებით იჭრება.
ჩამაგრებული პანელი ყოველთვის ჩანს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ჩანართია არჩეული. პანელის ჩამაგრება მის კოლონტიტულში სამაგრის ხატულაზე დაწკაპუნებით შეიძლება. სამაგრის ხატულის არმქონე პანელების ჩამაგრება შესაძლებელია მათ კოლონტიტულებზე მარჯვ.ღ.-ის დაწკაპუნებით და სამაგრის (Pin) მონიშვნით, ან Shift-მარცხ.ღ.-ზე დაჭერით.
ნოტი
ჩამაგრება ყველა პანელისთვის არაა ხელმისაწვდომი. მაგალითად, გვერდითა ზოლისთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ თვისებების რედაქტორში არა.
წინასწარი კონფიგურაციები¶
გავრცელებულ ანაწყობებზე სწრაფი წვდომისთვის ბლენდერის პანელები წინასწარი კონფიგურაციების (Presets) მენიუს () იძლევა. წინასწარ კონფიგურაციებს ბევრი დროის დაზოგვა შეუძლია ხშირად გამოყენებული კონფიგურაციების შენახვის ხარჯზე, რომელთა ხელახლა გამოყენებაც ერთი დაწკაპუნებით შეიძლება.
წინაწარი კონფიგურაციების მენიუს მაგალითი.¶
- სელექტორი
ხელმისაწვდომი წინასწარი კონფიგურაციების სია. აქედან რომელიმეს არჩევით შესაბამის თვისებებს შენახულ მნიშვნელობები მიენიჭება.
- წინასწარი კონფიგურაციის სახელი (Preset Name)
ახალი წინასწარი კონფიგურაციის დამატებისას გამოსაყენებელი სახელი.
- (დამატება)
შექმენი ახალი წინასწარი კონფიგურაცია მიმდინარე ანაწყობების გამოყენებით, წინასწარი კონფიგურაცია შეინახება და სიაში მოთავსდება სამომავლო გამოყენებისთვის.
- (მოცილება)
შლის მონიშნულ წინასწარ კონფიგურაციას.
წინასწარი კონფიგურაციები ბლენდერის კონფიგურაციის დირექტორიაში Python ფაილებად ინახება. მაღალი საფეხურის მომხმარებლებს შეუძლიათ, ანაწყობების გასაუმჯობესებლად, ან სხვა სისტემებზე ასლების გადასატანად პირდაპირ დაარედაქტირონ ეს ფაილები.