მეტის/ნაკლების მონიშვნა (More/Less)¶
მეტის (More) მონიშვნა¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
Ctrl-Numpadპლიუსი
ზრდის მონიშვნას და მოიცავს ელემენტებს, რომლებიც არსებული მონიშვნის საზღვართან მდებარეობს. უფრო ზუსტად, ამატებს უკვე მონიშნული ელემენტების მეზობლებს, და ამ მეზობელი ელემენტების ტიპი (წვეროები, წიბოები, თუ წახნაგები) მონიშვნის რეჟიმზეა დამოკიდებული.
ვარიანტები (Options)¶
- წახნაგის საფეხური (Face Step)
მთლიანად დაამატე მეზობელი წახნაგები მაშინაც კი, თუ მხოლოდ ერთი წვერო აქვთ საზიარო.
მარცხნიდან მარჯვნივ: თავდაპირველი მონიშვნა -- მეტის მონიშვნა -- წახნაგის საფეხურის ჩართვა¶
ნაკლების (Less) მონიშვნა¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
Ctrl-Numpadმინუსი
კუმშავს მონიშვნას და გამორიცხავს საზღვართან მდებარე ელემენტებს. უფრო ზუსტად, აუქმებს იმ ელემენტთა მონიშვნას, რომლებსაც მოუნიშნავი მეზობლები გააჩნია, ხოლო ამ მეზობელი ელემენტების ტიპი (წვეროები, წიბოები, თუ წახნაგები) მონიშვნის რეჟიმზეა დამოკიდებული.
ვარიანტები (Options)¶
- წახნაგის საფეხური (Face Step)
გააუქმე იმ ელემენტების მონიშვნა, რომლებსაც მოუნიშნავ წახნაგთან საზიარო წვერო გააჩნია.
მომდევნო აქტიურის (Next Active) მონიშვნა¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
Shift-Ctrl-Numpadპლიუსი
ნიშნავს ელემენტს, რომელიც "ლოგიკურად მოჰყვება" ბოლო ორ მონიშნულს.
წინა აქტიურის (Previous Active) მონიშვნა¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
- მალსახმობი:
Shift-Ctrl-Numpadმინუსი
აუქმებს ბოლოს მონიშნული ელემენტის მონიშვნას და ბოლოდან მეორეს კვლავ ააქტიურებს.