ელემენტების დალაგება (Sort Elements)¶
მითითება
- რეჟიმი (Mode):
რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)
- მენიუ:
()
ცვლის მონიშნული მეშის ელემენტების შინაგანი შენახვის თანმიმდევრობას.
მინიშნება
მონიშნულ ელემენტთა შენახვის ინდექსების სანახავად ჯერ დარწმუნდი, რომ სასურველ პარამეტრებში სადეველოპერო დამატებების ვარიანტი ჩართულია, შემდეგ 3D სარკმელში ინდექსების გადაფარება ჩართე.
- ხედის Z ღერძი (View Z Axis)
დაალაგე აქტიური ხედის Z ღერძზე, უშორესიდან უახლოესამდე.
- ხედის X ღერძი (View X Axis)
დაალაგე აქტიური ხედის X ღერძზე, მარცხნიდან მარჯვნივ.
- კურსორის მანძილი (Cursor Distance)
დაალაგე 3D კურსორისგან დაშორების მიხედვით, უახლოესიდან უშორესამდე.
- მასალა (Material)
დაალაგე წახნაგები მათი მასალის სლოტის ინდექსების მიხედვით, უმცირესიდან უდიდესამდე. წახნაგთა თანმიმდევრობა თითოეულ "მასალის ჯგუფში" უცვლელი რჩება.
- მონიშნული (Selected)
გადაიტანე ყველა მონიშნული ელემენტი დასაწყისში (მათ ფარდობით თანმიმდევრობაზე ზეგავლენის გარეშე). ფრთხილად: ეს მოუნიშნავი ელემენტების ინდექსებზეც იმოქმედებს!
- გაშემთხვევითება (Randomize)
გააშემთხვევითე მონიშნული ელემენტების თანმიმდევრობა.
- უკუღმა (Reverse)
შეაბრუნე მონიშნული ელემენტების თანმიმდევრობა.
პანელი ბოლო ოპერაციის პარამეტრები (Adjust Last Operation) გვთავაზობს შემდეგ ვარიანტებს:
- ტიპი (Type)
დალაგების ზემოხსენებული თანმიმდევრობა.
- ელემენტები (ელემენტები)
დალაგდეს თუ არა წვეროები, წიბოები, ან წახნაგები. თავდაპირველად ამას მონიშვნის მიმდინარე რეჟიმი განსაზღვრავს.
- უკუღმა (Reverse)
დაალაგე ნაგულისხმების საპირისპირო თანმიმდევრობით.
- პირველსაწყისი (Seed)
გაშემთხვევითების (Randomize) გამოყენებისას პირველსაწყისის შეცვლა სხვა თანმიმდევრობას შექმნის.