კვანძების რედაქტორები

გადაფარებები (Overlays)

გადაფარებები ის ინფორმაციაა, რომელიც კვანძებისა და კვანძოვანი ხეების ზემოდან აისახება. გადაფარებული ამოსახტომი ფანჯრის გვერდით კვანძთა რედაქტორის საჩვენებლად, ან დასამალად არსებობს გადამრთველი.

მავთულთა ფერები (Wire Colors)

გააფერადე კვანძების დამაკავშირებელი მავთულები იმის მიხედვით, თუ რომელ ბუდეებთანა ისინი დაკავშირებული.

ავტომატური ჭდეების გადამისამართება (Reroute Auto Labels)

დაადე გადამისამართების კვანძებს ჭდეები მათთან დაკავშირებული გადამისამართების კვანძების ჭდეების მიხედვით.

კონტექსტური მისამართი (Context Path)

ზედა მარცხენა კუთხეში ასახე სანავიგაციო ბილიკები, რომლებიც მიუთითებენ ამჟამად ასახული კვანძოვანი ხის/ჯგუფის მდებარეობას იერარქიაში.

ანოტაციები (Annotations)

ასახე ანოტაციები წინასწარი გადახედვის მონაკვეთში.

გადახედვები (Previews)

თუ კვანძის გადახედვაც ჩართულია, ასახე თითოეული კვანძის გადახედვა.

დროში განაწილებები (Timings)

ასახე თითოეული კვანძის ბოლო გაშვების დრო. ეს ვარიანტი მხოლოდ კომპოზიტირებისა და გეომეტრიული კვანძებისთვისაა ხელმისაწვდომი.

გეომეტრიული კვანძების კონტექსტში იხ. კვანძთა დროში განაწილებების გადაფარებები.

ხელსაწყოთა ზოლი (Toolbar)

ხელსაწყოთა ზოლი მოიკცავს ხელსაწყოების ნაკრებს, რომელთა გამოყენებაც კვანძების რედაქტორში შეიძლება.

მონიშვნა (Select)

მონიშნე, ან გადააადგილე კვანძები და ბმულები.

მართკუთხა მონიშვნა (Select Box)

მონიშნე კვანძები, ან ბმულები მათ გარშემო მართკუთხედის მოხაზვით.

წრიული მონიშვნა (Select Circle)

მონიშნე კვანძები, ან ბმულები მათზე წრიული ფუნჯით დაწკაპუნებით, ან გადატარებით.

მომნიშვნელი ქამანდი (Select Lasso)

მონიშნე კვანძები, ან ბმულები ქამანდი თავისუფალი ფორმის მოხაზვით.

ანოტაცია (Annotate)

მოხაზე ანოტაცია თავისუფლად.

ხაზოვანი ანოტაცია (Annotate Line)

დახაზე სწორხაზოვანი ანოტაცია.

მრავალკუთხა ანოტაცია (Annotate Polygon)

დახატე პოლიგონალური ანოტაცია.

ანოტაციის საშლელი (Annotate Eraser)

წაშალე უკვე დახატული ანოტაციები.

ბმულების კვეთა (Link Cuts)

წაშალე კვანძებს შორის კავშირები მათ შორის გაბმულ მავთულებზე ხაზის გადასმით. დამატებით ინფორმაციისთვის იხ. ბმულების კვეთა.

ბმულების ჩახშობა (Mute Links)

ჩაახშე კვანძებს შორის კავშირები მათ შორის გაბმულ მავთულებზე ხაზის გადასმით. ჩახშობილი ბმულები ადგილზე რჩება, მაგრამ გამოთვლისას იგნორირდება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმულების ჩახშობა.

გადამისამართების დამატება (Add Reroute)

დაასვი ბმულებს გადამისამართების კვანძის წერტილი მათზე ხაზის გადასმით. ეს კვანძები კავშირთა გადამისამართებით რთული აგებულების მქონე კვანძოვან ხეთა მოწესრიგებაში გვეხმარება.

კვანძების დამატება

მითითება

მენიუ:

დამატება (Add)

მალსახმობი:

Shift-A

კვანძების დამატება შეიძლება რედაქტორის კოლონტიტულში არსებული დამატების მენიუს მეშვეობით, ან კლავიატურის მალსახმობის გამოყენებით.

გარდა ამისა, კვანძების დამატება არსებული კვანძის შემავალი, ან გამომავალი ბუდიდან ბმულის გამოქაჩვითა და სხვა ბუდესთან დაკავშირების ნაცვლად ცარიელ სივრცეში დაგდებითაც შეიძლება. ეს ქმედება გახსნის მენიუს თავსებადი კვანძებისა და მათი ბუდეების სიით, რომლებიც შეგიძლია, არსებულ დაამატო და კვანძს დაუკავშირო. მენიუშიარჩევანის დადასტურების შემდეგ დაემატება ახალი კვანძი, რომლის გადაადგილება და განთავსებაც თავისუფლად შეგეძლება.