Steam-იდან ინსტალირება

Steam პროგრამული უზრუნველყოფის სადისტრიბუციო პლატფორმაა. Steam-ის კლიენტის გამოყენებით შესაძლებელია ბლენდერის ჩამოტვირთვა და განახლება Linux-ზე, macOS-ზე, ან Windows-ზე, ქვემოთ აღწერილ ნაბიჯებს მიყოლით.

ჩამოტვირთე და დააინსტალირე Steam-ის კლიენტი შენი ოპერაციული სისტემისთვის.

როცა უკვე ინსტალირებული იქნება, გახსენი კლიენტი და შედი შენს Steam-ის ანგარიშში, ან, თუ ჯერ არ გაქვს ანგარიში - შექმენი ახალი. შესვლის შემდეგ იპოვე ჩანართი Store (მაღაზია), მოძებნე "Blender" და დააჭირე მწვანე Install (ინსტალირების) ღილაკს. ახლა ბლენდერი უკვე ხელმისაწვდომი უნდა იყოს Steam-ის კლიენტის ჩანართიდან სახელწოდებით Library (ბიბლიოთეკა), საიდანაც შეგიძლია მისი გაშვება. ნებაყოფლობით შეგიძლია, ბიბლიოთეკის სიაში მასზე მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით დაამატო მალსახმობი შენს დესკტოპზე.

ასევე იხილეთ

Steam-იდან ბლენდერის Linux-სა და Windows-ზე ინსტალირებისას ფაილის სახელის .blend გაფართოება ბლენდერთან ავტომატურად არ ასოცირდება. blend-ფაილების ბლენდერთან ასოცირებისთვის იხ, პროცესი, რომელიც აღწერილია Linux-ისა და Windows-ის ინსტალაციის გვერდებზე.

განახლება Steam-ით

როცა Steam-ზე ბლენდერის განახლება იქნება ხელმისაწვდომი, Steam მას ავტომატურად ჩამოგიტვირთავს და დაგიყენებს.