პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურირება¶
მონიტორები¶
რეკომენდირებულია სრული HD დისპლეი (1920x1080), ან უკეთესი. მრავალმონიტორიანი მოწყობის მხარდაჭერაც არსებობს, ასე რომ, შესაძლებელია სამუშაო სივრცეების ისე კონფიგურირება, რომ რამოდენიმე მონიტორზე იყოს გადაშლილი.
ბლენდერის მრავალმონიტორიანი რეჟიმის მხარდაჭერის მაგალითი.¶
შემყვანი მოწყობილობები (Input Devices)¶
ბლენდერს აქვს სხვადასხვა ტიპის შემყვანი მოწყობილობების მხარდაჭერა:
კლავიატურა (რეკომენდირებულია კლავიატურა დამატებითი, ციფრული კლავიატურით (მარჯვენა, რიცხვებიანი მონაკვეთი სტანდარტულ კლავიატურაზე). ინგლისური განლაგება ყველაზე ეფექტურია)
თაგვი (რეკომენდირებულია სამ ღილაკიანი თაგვი გორგოლაჭით)
გრაფიკული პლანშეტი
სენსორული პანელი
NDOF მოწყობილობა (ასევე ცნობილია, როგორც 3D თაგვი)
ნოტი
თუ თაგვის შუა ღილაკი, ან ციფრული კლავიატურა არ გაქვს, მათი ემულაცია შესაძლებელია შენატანის სასურველ პარამეტრებში. თუმცა, გაითვალისწინე, რომ ამ ემულაციებმა შეიძლება, მალსახმობების დაკარგვა გამოიწვიოს. როცა შესაძლებელია, ჯობია, რეკომენდირებული აპარატურა გამოიყენო.
თაგვი¶
ბლენდერის ინტერაქტიული ქმედებების მთელი რიგი შუა ღილაკს (გორგოლაჭზე დაჭერას), ან გორგოლაჭის ტრიალს იყენებს. სწორედ ამიტომაა რეკომენდირებული ორ ღილაკიანი და გორგოლაჭიანი, ანუ, ფაქტიურად სამღილაკიანი თაგვის გამოყენება გამოყენება. ამით სამუშაო პროცესი ბლენდერის ყველა მოდულის ფარგლებში მაქსიმალურად ეფექტური ხდება.
კლავიატურა¶
ბლენდერის ქმედებათა მთელი რიგი იყენებს ციფრულ (დამატებით) კლავიატურას. ესაა ციფრებიანი 10 კლავიში და მათემატიკური ფუნქციები, რომლებიც ტრადიციული, 104-კლავიშიანი სრული ზომის კლავიატურის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს. მისი საშუალებით შესაძლებელია მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობა ბლენდერის ყველა მოდულის ფარგლებში.
ციფრული კლავიატურის ემულაცია¶
თუ კლავიატურის ერთ მხარეს დამატებითი, რიცხვებიანი განყოფილება არ გაქვს, მისი ემულაცია სჯობია. შეგიძლია, მის ნაცვლად კლავიატურის ზედა ნაწილში არსებული რიცხვებიანი კლავიშების რიგი გამოიყენო, მაგრამ მაშინ ამ კლავიშების თავდაპირველ ფუნქციებზე წვდომას დაკარგავ (მაგ. რედაქტირების რეჟიმში მალსახმობებით გადანაცვლება წვეროების, წიბოებისა და წახნაგების მონიშვნებს შორის).
ასევე იხილეთ
ციფრული კლავიატურის ემულაციის შესახებ მეტის წაკითხვა შეგიძლია სასურველ პარამეტრებში.
არაინგლისურენოვანი კლავიატურა¶
იმ შემთხვევაშიც, თუ არაინგლისური განლაგების მქონე კლავიატურას იყენებ, მაინც შეიძლება, ბლენდერში მუშაობისას ხელსაყრელი იყოს ბრიტანულ, ან ამერიკულ განლაგებაზე გადასვლა.
ნოტი
ასევე, შეგიძლია, კლავიშრუკა სასურველი პარამეტრებიდან Preferences შეცვალო. თუმცა, ეს სახელმძღვანელო წინასწარ ვარაუდობს, რომ ნაგულისხმებ კლავიშრუკას იყენებ.
სენსორული ეკრანები¶
ბლენდერს არაერთი ანაწყობი აქვს სენსორული მოწყობილობების გამოყენების გასაუმჯობესებლად. მათი წყალობით იოლდება არეების, მენიუებისა და სხვადასხვა ინტერაქტიული ქმედებების მართვა ისე, რომ მომხმარებელი თაგუნას შენატანის სიზუსტეზე არაა დამოკიდებული.
არეების ზომებისა და განლაგების შეცვლის გასაადვილებლად ჩართე სახელურების ჩვენება.
არის კიდეების თითით მონიშვნის გასაიოლებლად გაზარდე ჩარჩოს სიმსხვილე.
გრაფიკული პლანშეტი¶
შესაძლებელია გრაფიკული პლანშეტების გამოყენება კურსორის უფრო ტრადიციული მეთოდით სამართავად, კალმის მეშვეობით. ამ გზით გრაფიკოსებს, რომლებიც მსგავსი ხელსაწყოებით ხაზვასა და ხატვას არიან მიჩვეულები, უფრო ნაცნობი სამუშაო პროცესი და, გარდა ამისა, დამატებითი კონტროლი ეძლევათ, როგორიცაა ზეწოლისადმი მგრძნობელობა.
ნოტი
თუ თაგვის ნაცვლად გრაფიკულ პლანშეტს იყენებ და ზეწოლისადმი მგრძნობელობა წესიერად არ მუშაობს, სცადე, მოათავსო თაგვის ისარი ბლენდერის ფანჯარაში, ხოლო შემდეგ გამოაერთო/შეაერთო შენი გრაფიკული პლანშეტი. შეიძლება, ამან უშველოს.
სენსორული პანელი¶
სენსორული პანელის კონტროლი ხელმისაწვდომია Windows-ზე, macOS-სა და Linux-ზე Wayland-ის მეშვეობით. თუ ლეპტოპით მუშაობ თაგუნას გარეშე, შეგიძლია, სასურველი პარამეტრებიდან მოახდინო მისი ემულაცია მრავალშეხებიანი ჟესტებისა და სენსორული დაფის გამოყენებით.
ჟესტი |
ეფექტი |
|---|---|
პანორამირება |
გეჭიროს Shift კლავიში და ორი თითი გაასრიალე პანელზე. |
ზუმი |
გეჭიროს Ctrl, ან OSKey კლავიში და ორი თითი გაასრიალე პანელზე. |
ორბიტირება |
ორი თითი გაასრიალე პანელზე. |
მარჯვენა დაწკაპუნების ემულაცია |
მსუბუქად დაჰკარი ორი თითი პანელზე. |
NDOF (3D თაგვი)¶
3D თაგვი, ან NDOF მოწყობილობები წარმოადგენს აპარატურას, რომელიც გამოიყენება ბლენდერის სცენაში ნავიგაციისთვის. ამჟამად მხარდაჭერა მხოლოდ 3Dconnexion-ის მიერ წარმოებულ მოწყობილობებს აქვს, როგორიცაა SpaceMouse™. ეს მოწყობილობები გაძლევს სცენის გამოკვლევის საშუალებას და ფრენა/სიარულის ტიპის ნავიგაციას აადვილებს. NDOF მოწყობილობის კონფიგურირება შესაძლებელია სასურველი პარამეტრებიდან. ამ ანაწყობებზე წვდომა პირდაპირ სარკმლიდანაც შეიძლება, NDOF მოწყობილობის NDOFMenu ღილაკის გამოყენებით.
ასევე იხილეთ
პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურირების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. შენატანის სასურველი პარამეტრები.
თავზე დასამაგრებელი ეკრანები (ვირტუალური რეალობა)¶
HMD მოწყობილობები შესაძლებელს ხდის, მომხმარებელს ინტერაქტიული, ვირტუალური გარემო შეუქმნას. თავზე დამაგრებული ეს მოწყობილობები თვალყურს ადევნებენ თავის მოძრაობს, რათა მომხმარებელთა თვალებზე ჩამოფარებულ პატარა ეკრანებზე დააპროეცირონ მოჩვენებითი გარემომცველი სამყარო. თუ სისტემა კარგად მუშაობს, ისინი ისე აღიქვამენ ამ ვირტუალურ გარემნოს, თითქოს მართლა მასში იმყოფებოდნენ.
მხარდაჭერილი პლატფორმები¶
Blender -ში ვირტუალური რეალობის მხარდაჭერის იმპლემენტაცია მრავალპლატფორმული OpenXR სტანდარტის მეშვეობით ხდება. ეს სტანდარტი ახალია და შესაბამისად, მისი მხარდაჭერაც შეზღუდულია.
პლატფორმა |
ოპერაციული სისტემა |
შენიშვნები |
|---|---|---|
Windows |
||
Windows |
||
GNU/Linux |
ჯერჯერობით არაა ზოგადი მოხმარებისთვის რეკომენდირებული. |
|
Meta (ყოფილი Oculus) (Rift და Quest) |
Windows |
მოითხოვს Oculus v31-ის პროგრამულ განახლებას. Quest-ისთვის საჭიროა Oculus Link. |
Windows, GNU/Linux |
საჭიროა SteamVR 1.16, ან უფრო ახალი. |
|
Windows |
-- |
|
Windows |
საჭიროა Windows 10-ის 2019 წლის მაისის განახლება (1903). |
დაწყება¶
მომდევნო ქვეგანყოფილებები აღწერს, როგორ უნდა აეწყოს HMD მხარდაჭერილ პლატფორმებთან გამოსაყენებლად. თუ ეს არ გაკეთდება, ვირტუალური რეალობის სესიის დაწყების მცდელობისას ბლენდერი შეცდომის პატაკს შექმნის.
HTC Vive Cosmos¶
ერთმიზნობრივი პლატფორმა HTC Vive Cosmos-ისთვის ამჟამად დეველოპერებისთვისაა გამიზნული და შეიძლება, აკლდეს ისეთი მახასიათებლები, რომლებიც სხვა პლატფორმებზე მოიპოვება.
მიჰყევი Vive-ის დეველოპერულ ფორუმებზე აღწერილ ნაბიჯებს.
ჩართე დანამატი VR Scene Inspection ბლენდერში.
HTC Vive Focus 3¶
ერთმიზნობრივი პლატფორმა HTC Vive Focus 3-ისთვის ამჟამად დეველოპერებისთვისაა გამიზნული და შეიძლება, აკლდეს ისეთი მახასიათებლები, რომლებიც სხვა პლატფორმებზე მოიპოვება.
მიჰყევი Vive-ის დეველოპერულ ფორუმებზე აღწერილ ნაბიჯებს.
ჩართე დანამატი VR Scene Inspection ბლენდერში.
Monado¶
Monado უფასო და ღია კოდის XR პლატფორმაა Linux-ისთვის. ჯერჯერობით წარმოებაში გამოსაყენებლად მზად არაა და მხოლოდ საცდელი დავალებებისთვის უნდა იქნას გამოყენებული.
პაკეტები ხელმისაწვდომია შემდეგი დისტრიბუციებისთვის:
Ubuntu (Eoan, Focal)
სხვა სისტემებისთვის უნდა მოხდეს წყაროდან კომპილირება, რაც ამ შემთხვევაში არაა რეკომენდირებული იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც პროგრამის კომპილირებაში გამოცდილება აკლიათ. თუ მაინც გადაწყვეტ ამის გაკეთებას, მიჰყევი დამწყებთა ინსტრუქციებს.
ჩართე დანამატი VR Scene Inspection ბლენდერში.
Meta (ყოფილი Oculus)¶
Meta (ყოფილი Oculus) Oculus v31 პროგრამული განახლებიდან მოყოლებული იძლევა OpenXR-ის სრულ მხარდაჭერას.
ჩამოტვირთე და დააინსტალირე Oculus Rift/Oculus Link-ის პროგრამული უზრუნველყოფა.
დააყენე Oculus აქტიურ OpenXR runtime-ად Oculus აპლიკაციის ანაწყობებში ზოგადი ჩანართიდან.
ჩართე დანამატი VR Scene Inspection ბლენდერში.
გამტარობის მხარდაჭერა
ამჟამად გამტარობის OpenXR-ის მეშვეობით მხარდაჭერა Quest Link აპლიკაციაში თავიდან გათიშულია, და ხელით უნდა ჩაირთოს აპლიკაციის ანაწყობებში.
გამტარი რენდერის წარმადობა იცვლება კომპიუტერსა და თავსამაგრს შორის კავშირის ხარისხის მიხედვით. უკეთესი შედეგებისთვის რეკომენდირებულია თავსამაგრის პირდაპირ შეერთება პერსონალურ კომპიუტერთან USB-ის საშუალებით, ან, კომპიუტერის ლოკალურ ქსელთან დაკავშირება ეთერნეტით.
SteamVR¶
SteamVR OpenXR-ის სრულ მხარდაჭერას იძლევა მოყოლებული SteamVR 1.16-იდან.
დააყენე SteamVR აქტიურ OpenXR runtime-ად SteamVR-ის ანაწყობებში Developer ჩანართიდან.
ჩართე დანამატი VR Scene Inspection ბლენდერში.
ნოტი
SteamVR runtime-ის გამოყენება შესაძლებელია HTC Vive Cosmos-ის, Oculus-ისა და Windows Mixed Reality HMD-ისთვისაც.
Varjo¶
Varjo მოიცავს OpenXR-ის სრულ მხარდაჭერას თავისი აუცილებელი Varjo Base პროგრამული უზრუნველყოფით.
ჩართე დანამატი VR Scene Inspection ბლენდერში.
Windows Mixed Reality¶
Windows Mixed Reality იძლევა OpenXR-ის სრულ მხარდაჭერას. იმის შესამოწმებლად, შეესაბამება, თუ არა კომპიუტერი პროგრამის სტანდარტებს, Microsoft-ს აქვს აპლიკაცია Windows Mixed Reality PC Check.
დარწმუნდი, რომ Windows 10-ის 2019 წლის მაისის განახლება (1903) ინსტალირებულია.
თუ სისტემა ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, Mixed Reality Portal უკვე დაინსტალირებული უნდა იყოს. ის ასევე ხელმისაწვდომია Microsoft-ის მაღაზიაში.
გაუშვი Mixed Reality Portal. დააწკაპუნე მენიუს ღილაკ
...-ს ქვედა მარცხენა კუთხეში. მენიუში, რომელსაც იგი გახსნის, აირჩიე Set up OpenXR.ჩართე დანამატი VR Scene Inspection ბლენდერში.
ნოტი
Windows Mixed Reality-დან სხვა OpenXR runtime-ზე გადასანაცვლებლად (მაგ.: SteamVR) ჩამოტვირთე OpenXR-ის სადეველოპერო ხელსაწყოები Microsoft-ის მაღაზიიდან და დააყენე Windows Mixed Reality აქტიურ runtime-ად.