არაპირდაპირი კონვერტირება (Implicit Conversion)¶
არაპირდაპირი კონვერტირების კვანძი შემავალ მნიშვნელობას ბუდის სხვა ტიპად გადააქცევს.
ჩვეულებრივ, ბლენდერი თავსებადი ტიპების კონვერტირებას ავტომატურად ახდენს, როცა ბუდეები განსხვავებულ ტიპებთან კავშირდება. ეს კვანძი კვანძოვან ხეში ამ კონვერტაციების ცხადად წარმოჩენის საშუალებას იძლევა, რაც მათ კონტროლირებადს ხდის.
ეს კვანძი საკმაოდ სასარგებლოა კვანძთა წყობების ხარვეზების აღმოფხვრისთვის, იმის განმარტებისთვის, თუ როგორ კონვერტირდება მნიშვნელობები, ან კონვერტირებასთან დაკავშირებული კონკრეტული ქცევის იძულებითი განხორციელებისთვის.
ასევე იხილეთ
ქცევისა და მხარდაჭერილი ბუდეების კონვერტაციების უკეთ გასაგებად იხ. კონვერტირება.
შენატანები¶
- მნიშვნელობა (Value)
დასაკონვერტირებელი მნიშვნელობა.
შემავალი ბუდის ტიპი არჩეულ მონაცემთა ტიპს შეესაბამება.
თვისებები (Properties)¶
- მონაცემთა ტიპი (Data Type)
განსაზღვრავს ბუდის ტიპს, რომლადაც დაკონვერტირდება შემავალი მნიშვნელობა. ბუდეთა ტიპების სრული სიისთვის იხ. ბუდეები.
ხელმისაწვდომი ვარიანტები კვანძოვანი ხის ტიპზეა დამოკიდებული.
გამონატანები¶
- მნიშვნელობა (Value)
კონვერტირებული მნიშვნელობა.
გამომავალი ბუდის ტიპი არჩეულ მონაცემთა ტიპზეა დამოკიდებული.