წრედ (To Circle)

მითითება

რეჟიმი (Mode):

რედაქტირების რეჟიმი (Edit Mode)

მენიუ:

მეში ‣ გარდაქმნა ‣ წრედ (Mesh ‣ Transform ‣ To Circle)

მონიშნული წვეროებს წრიულ ფიგურად გარდაქმნის.

ეს ოპერატორი ყველაზე კარგად წიბოთა მარყუჟებზე მუშაობს, თუმცა, წვეროების შემთხვევით მონიშვნაზეც შეიძლება მისი გამოყენება, მათ შორის ღია მარყუჟებზე, ან რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელ მონიშვნაზე.

ვარიანტები (Options)

კოეფიციენტი (Factor)

აკონტროლებს გარდაქმნის სიძლიერეს.

მნიშვნელობა 0 გეომეტრიას უცვლელად ტოვებს, ხოლო 1 სრულად გარდაქმნის მონიშვნას წრედ.

მეთოდი (Method)

ადგენს, როგორ გამოანგარიშდეს წრე.

საუკეთესო მორგება (Best Fit):

უმცირესი კვადრატების მეთოდით გამოითვლის წრეს, რომელიც საუკეთესოდ ერგება მონიშნულ წრეებს.

ეს მეთოდი მონიშნულს ზოგად ფორმას უნარჩუნებს და ამავდროულად წრიულს ხდის.

შიგნით მორგება (Interior Fit):

გამოითვლის წრეს, რომელიც არსებულ მონიშვნაში ეტევა.

წვეროები ცენტრიდან უფრო შორს ვერ წავა, რაც გარშემორტყმული ტოპოლოგიის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ბრუნვა (Rotation)

ნაწარმ წრეს თავისი შუაგულის ირგვლივ აბრუნებს (გრეხს).

რადიუსი (Radius)

უკუაგდებს ავტომატურად გამოთვლილ რადიუსს.

Useful for creating circles of consistent size or for precise control.

თანაბარი დაშორება (Space Evenly)

წვეროებს თანაბრად ანაწილებს წრის გაყოლებაზე.

როცა გათიშულია, წვეროთა დაშორება ორიგინალ დისტრიბუციას მიჰყვება.

გაბრტყელება / გათანასწორება (Flatten)

აკონტროლებს, თუ რამდენად ბრტყელდება მონიშვნა ყველაზე შესაფერის სიბრტყეზე, სანამ გაწრიულდება.

მნიშვნელობა 0 ორიგინალ ფორმას ინარჩუნებს, ხოლო 1 სრულად აბრტყელებს მონიშვნას.

შუალედური მნიშვნელობები ორიგინალ ფორმასა და გათანასწორებულ შედეგს შეაზავებს.

დაბლოკვა (Lock)

გარდაქმნებს არჩეული ღერძით შემოფარგლავს.

მაგალითი

../../../../../_images/modeling_meshes_editing_mesh_to_circle_example1a.png

თავიდან

../../../../../_images/modeling_meshes_editing_mesh_to_circle_example1b.png

შემდეგ